1997 წლის 31 აგვისტოს, ბრიტანეთის პრინცესა ლედი დაიანა, პარიზში ავტოკატასტროფის დროს გარდაიცვალა.

ბრიტანეთში ეს ამბავი სამეფო ოჯახს ღამის 03:00 საათზე შეატყობინეს. მეორე დღეს კი უინძორების ოჯახმა ბუკინგემის სასახლე დატოვა და ქალაქგარეთ რეზიდენციაში გაემგზავრა.

ექვსი დღის განმავლობაში პრემიერ მინისტრი ტონი ბლერი სთხოვდა ელიზაბეტ მეორეს შეესრულებინა ხალხის ნება და დაბრუნებულიყო ლონდონში, რათა ხალხის გვერდით დამდგარიყო.

ელიზაბეტი ამ წინადადებაზე უარს მანამ ამბობდა, სანამ არ დაინახა, რომ ავტორიტეტისა და გავლენის დაკარგვისკენ მიმავალ გზას დაადგა. მხოლოდ ექვსი დღის შემდეგ, დაიანას დაკრძალვის წინა დღეს, დედოფალმა ოფიციალური წერილი გამოაქვეყნა, რომლითაც შემდეგ BBC-ის პირდაპირ ეთერით მიმართა მაყურებელს.

"კვირა დღეს მომხდარმა ტრაგედიამ, მთელი ბრიტანეთი და მსოფლიო დაამწუხრა - დაიანა გარდაიცვალა. ვცდილობდით ამ დარდს ჩვენებურად გავმკლავებოდით, ხშირ შემთხვევაში იოლი არ არის გამოხატო ძვირფასი ადამიანის დაკარგვით გამოწვეული მწუხარება, რადგან მას თან სხვა ემოციებიც ახლავს, ეჭვი, გაურკვევლობა, სიბრაზე და სხვა ადამიანებზე ზრუნვა.

ჩვენ ყველამ გამოვცადეთ ეს ემოციები ამ დღეებში. რასაც ახლა ვამბობ, როგორც დედოფალი და ბებია, გულიდან ამომავალი სიტყვებია.

პირველ რიგში მინდა ვთქვა, რომ დაიანა კაცობრიობისთვის ნამდვილი საჩუქარი იყო. ყველაზე რთულ დროსაც კი შეეძლო ღიმილი და სიყვარულის გაცემა, რითაც ის ჩვენთვის შთაგონების წყარო და სიკეთის ნამდვილი მაგალითია.

მის სახელს არც ისინი დაივიწყებენ, ვისაც ის ერთხელაც არ უნახავს. მჯერა, რომ მისი ცხოვრებიდან უამრავი რამ შეიძლება ვისწავლოთ.

ხალხის იმ რეაქციიდანაც, რომელიც მის გარდაცვალებას მოჰყვა, ვუერთდები თქვენს გადაწყვეტილებას, რომ მის ხსოვნას გავუფრთხილდეთ. იმედი მაქვს დღეს ყველა ერთად გავაცილებთ დაიანას უკანასკნელ გზაზე.

დაე სიმშვიდე ჰპოვოს მისმა სულმა.

ჩვენ კი მადლობა ვუთხრათ ღმერთს, რომ ცოტა ხნით მაინც გვაჩუქა დაიანა, რომელმაც ადამიანებს ბედნიერება მოუტანა."

პრინცესა დიანა 1997 წლის 31 აგვისტოს ავტოკატასტროფაში დაიღუპა. მასთან ერთად ეგვიპტელი მილიარდერის მუჰამედ ალ ფაიედის შვილი დოდი ალ ფაიედი და მძღოლი იმყოფებოდნენ, რომლებიც ასევე დაიღუპნენ. დაიანას გარდაცვალებიდან 20 წლის თავზე კი მის შესახებს ფილმს, სერიალსა და გადაცემას გადაიღებენ.