ეროვნული სატყეო სააგენტოს ინფორმაციით, სამეგრელო-ზემო სვანეთის სატყეო უბნის მესტიის სატყეოს მე-13 კვარტალში გაჩენილი ხანძრის სრული ლიკვიდაცია ამ ეტაპზე ვერ ხერხდება.

ამის მიზეზად მისი რთული რელიეფური და გეოგრაფიული მდებარეობა სახელდება.

სააგენტოს ცნობით, დაახლოებით 2 ჰექტარი ტყის მასივში ხანძარი რამდენიმე საათის წინ გაჩნდა, რის მიზეზადაც მაღალი ტემპერატურა და სავარაუდოდ მოსახლეობის დაუდევრობა სახელდება.

ამ დროისთვის, ადგილზე მობილიზებულია სახანძრო ტექნიკა და საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოსა და ეროვნული სატყეო სააგენტოს რეგიონალური სამსახურის თანამშრომლები მუშაობენ.