გასულ კვირას, ინტერნეტში ხუჭუჭა ჟღალი კნუტის ფოტო გამოჩნდა, წარწერით "აქამდე ხუჭუჭა კატა არასდროს მინახავს".

ფოტო: mean plastic

ძალიან მალე ფოტომ მთელი ინტერნეტი შტურმით აიღო და აღმოჩნდა, რომ მომხმარებლების უმრავლესობას მსგავსი ბეწვის მქონე კატა ასევე არასდროს ჰყავდა ნანახი.

რეალურად, სერლიკ რექსის ჯიშის კატები პირველად არა გასულ კვირას, არამედ 1987 წელს, აშშ-ში, მონტანას შტატში გამოჩდნენ.

ადგილობრივი უსახლკარო ცხოველების თავშესაფარში კატების მომვლელმა აღმოაჩინა, რომ ახალდაბადებული კნუტებიდან ერთ-ერთი ძალიან განსხვავდებოდა და-ძმისგან, რადგან ცხოველს საყვარელი, ხუჭუჭა თმა ჰქონდა.

მოგვიანებით ინსტაგრამის სხვა მომხმარებლებმაც დაიწყეს საკუთარი ხუჭუჭა კატების ფოტოების დაპოსტვა.

ნაცრისფერი სერლიკ რექსი

ფოტო: shumsende

მონტანაში დაბადებულ ცნობილ ხუჭუჭა კნუტს, ოთხი სწორ ბეწვიანი და-ძმა ჰყავდა

ფოტო: Ingrid Matschke

ფოტო: ignataliya

მისი ბეწვის დამახასიათებელი ნიშან-თვისება დომინანტური აღმოჩნდა და ხუჭუჭა ბეწვი მომავალ თაობებსაც გადაეცა

ფოტო: shumsende

თუ თქვენც გყავთ ხუჭუჭთმიანი კატები, აუცილებლად გაგვიზიარეთ მათი ფოტოები.