ლია ტაბატაძე: უდუმაშვილის შეფასება, დაუნის სინდრომის მქონე პირებზე, სტიგმას აძლიერებს
საქართველოს დაუნის სინდრომის ასოციაციის ხელმძღვანელი, ლია ტაბატაძე, ზაალ უდუმაშვილს მისი გამონათქვამების გამო აკრიტიკებს. ის On.ge-სთან საუბარში თბილისის მერობის კანდიდატის შეფასებას, დაუნის სინდრომის მქონე პირების მიმართ პრობლემურად აფასებს და მიიჩნევს, რომ მსგავსი დამოკიდებულება სტიგმის გაძლიერებას უწყობს ხელს.
უდუმაშვილის ვიზიტი დაუნის სინდრომის მქონე პირთან
ერთიანი ნაციონალური მოძრაობის მერობის კანდიდატი, ზაალ უდუმაშვილი, გუშინ, 12 აგვისტოს, წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში დიდ დიღომში მცხოვრებ 29 წლის გიორგი ხუციშვილს სახლში ესტუმრა.
"გიორგი დაუნის სინდრომის მძიმე ფორმით არის ავად" - წერია ვიდეოს აღწერაში, რომელიც ზაალ უდუმაშვილის ოფიციალურ გვერდზე გუშინ გამოქვეყნდა.
ვიდეოში საუბარია იმაზე, რომ ოჯახს ფინანსურად უჭირს. ზაალ უდუმაშვილი მათ დახმარებას ჰპირდება: "ასეთ ადამიანს თუ არ დაეხმარე, აბა" - ისმის ვიდეოში თბილისის მერობის კანდიდატის სიტყვები.
უდუმაშვილი ასევე ამბობს, რომ დაუნის სინდრომის მქონე პირს მუდმივი მეურვეობა სჭირდება და მისი მარტო დატოვება "ერთი წუთითაც არ შეიძლება".
ლია ტაბატაძის შეფასება
არასამთავრობო ორგანიზაცია კავშირი ჩვენი ბავშვების ხელმძღვანელი ამბობს, რომ ზაალ უდუმაშვილის ასეთი შეფასება შეცდომაა და დასძენს, რომ მას, როგორც მედიის ყოფილ წარმომადგენელს, ასეთი მიდგომა არ ეპატიება:
"საზოგადოების გარკვეულ ნაწილს დღემდე ჰგონია, რომ დაუნის სინდრომი დაავადებაა. არადა ეს მდგომარეობაა და არა დაავადება. ამით ხდება სტიგმის გაძლიერება, დაუნის სინდრომი დაავადება რომ არ არის, ამას წლებია ვიძახით. კამპანიებს ვგეგმავთ და რას აღარ ვაკეთებთ, რომ საზოგადოების ცნობიერება ავამაღლოთ, მედიაში წლების განმავლობაში მომუშავე ადამიანს, მინიმალური ცოდნა უნდა ჰქონდეს.
გარდა ამისა, უწერია, რომ "მძიმე ფორმით არის ავად", თითქოს, რომელიღაც მძიმე დაავადებაზე საუბრობს, რომელიც განიკურნება".
ლია ტაბატაძე ვიდეოს შინაარსსაც აკრიტიკებს და მას იაფფასიან მიდგომად აფასებს, რომელსაც საზოგადოება "აღარ იყიდის":
"საერთოდ არასწორად დაგეგმილი კამპანიაა, როდესაც შეზღუდული შესაძლებლობის თემაზე გინდა რამის გაკეთება, დღეს საზოგადოება მსგავს იაფფასიან მიდგომებს აღარ იყიდის და არ მოიხიბლება. დღეს მშობლები ვსაუბრობთ განათლებაზე, დამოუკიდებლობაზე, სერვისების მისაწვდომობაზე, შეზღუდული შესაძლებლობა სიღარიბის ზღვარს ქვემოთ ყოფნას და გაუბედურებულ ადამიანს არ გულისხმობს და არ ნიშნავს".
ლია ტაბატაძის თქმით, პოლიტიკოსებს ამ მიმართულებით მუშაობა თუ სურთ, უნდა გაითვალისწინონ, რომ დაუნის სინდრომის მქონე ადამიანებს სრულფასოვანი განათლება, დასაქმებაზე მისაწვდომობა და დამოუკიდებელი ცხოვრება სჭირდებათ.
ლია ტაბატაძე ამბობს, რომ ამ თემაზე საუბრისას პოლიტიკოსი მეტად ინფორმირებული უნდა იყოს:
"თავიდან ბოლომდე მიუღებელ მესიჯებზე იყო აგებული ეს ვიდეო. ის, რომ 29 წლის ადამიანს ბავშვად მოიხსენიებენ და მარტო ვერ ტოვებენ ერთი წუთით - მიუღებელია".
ლია ტაბატაძის თქმით, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ადამიანებს სახელმწიფო ხელს უნდა უწყობდეს მიიღოს განათლება, პროფესია და რომ დასაქმდეს, შეძლოს საზოგადოებაში ღირსეული თანასწორუფლებიანი თანაცხოვრება, იყოს გადასახადების გადამხდელი და წვლილი შეჰქონდეს ქვეყნის განვითარებაში.
სახალხო დამცველის შეფასება
2016 წელს, დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღეს, 21 მარტს, საქართველოს სახალხო დამცველმა განაცხადა, რომ დაუნის სინდრომი დაავადება არ არის და მსგავსი მიდგომა სტიგმის გაძლიერებას უწყობს ხელს.
"მნიშვნელოვანია საზოგადოებამ გააცნობიეროს არსებული სტერეოტიპებისა და სტიგმის დაძლევის აუცილებლობა, რომელიც იწვევს თავად დაუნის სინდრომის მქონე ადამიანთა და მათი ოჯახის წევრების იზოლაციას. წელს მსოფლიო საზოგადოებამ ამ მიმართულებით ბრძოლის იარაღად უთვალავი წინდის აქცია აირჩია, რომლის მიზანიც სწორედ საზოგადოებისთვის იმის შეხსენებაა, რომ ქრომოსომების განსხვავებული რაოდენობა არ არის დაავადება, არ არის გადამდები და არ შეიძლება ამ სიტყვის დამაკნინებელ კონტექსტში გამოყენება. მზის შვილები ხომ ჩვენი მეგობრები არიან და მეგობრები ქრომოსომებს არ ითვლიან."
დაუნის სინდრომი გენეტიკური ცვლილებაა, რა დროსაც ნაყოფის უჯრედებში 46-ის ნაცვლად 47 ქრომოსომა ჩნდება. ათასი ბავშვიდან ერთი სწორედ ამ სინდრომით იბადება. იგი პირველად 1866 წელს მეცნიერმა ჯონ დაუნმა აღწერა. განვითარებულ ქვეყნებში მუდმივად მუშაობენ დაუნის სინდრომის მქონე ადამიანთა მიმართ სტიგმის დაძლევაზე. შედეგად, ისინი იღებენ განათლებას, საქმდებიან და ქმნიან ოჯახებს.
იხილეთ On.ge-ს სტატიები ამ თემაზე:
-
გადახედვამოლაპარაკებები არ დაიწყება, ვიდრე ეს კანონი დღის წესრიგშია — ევროპარლამენტის რეზოლუციის საბოლოო პროექტი მოლაპარაკებები არ დაიწყება, ვიდრე ეს კანონი დღის წესრიგშია — ევროპარლამენტის რეზოლუციის საბოლოო პროექტი
-
გადახედვაშესაძლოა, პაციენტებს გადარჩენის მეტი შანსი ჰქონდეთ, თუ მათი ექიმი ქალია — კვლევა შესაძლოა, პაციენტებს გადარჩენის მეტი შანსი ჰქონდეთ, თუ მათი ექიმი ქალია — კვლევა
-
-
-
გადახედვამესტიის მერი დეკლარაციაში ქონებას მალავს — TI მესტიის მერი დეკლარაციაში ქონებას მალავს — TI
-
-
-
-
-
გადახედვაროდის გაჩნდნენ დედამიწაზე მანათობელი ცხოველები? — კვლევა როდის გაჩნდნენ დედამიწაზე მანათობელი ცხოველები? — კვლევა
-
გადახედვაბრძოლა გრძელდება, აქციებზე შევხვდებით — ლაზარე გრიგორიადისის პირველი განცხადება გათავისუფლების შემდეგ ბრძოლა გრძელდება, აქციებზე შევხვდებით — ლაზარე გრიგორიადისის პირველი განცხადება გათავისუფლების შემდეგ
-
გადახედვალაზარე გრიგორიადისი თავისუფალია ლაზარე გრიგორიადისი თავისუფალია
-
გადახედვაშეიმუშავეს ხელოვნური ინტელექტი, რომელსაც ადამიანის დნმ-ის რედაქტირება შეუძლია შეიმუშავეს ხელოვნური ინტელექტი, რომელსაც ადამიანის დნმ-ის რედაქტირება შეუძლია
-
-
-
გადახედვასალომე ზურაბიშვილმა ლაზარე გრიგორიადისი შეიწყალა სალომე ზურაბიშვილმა ლაზარე გრიგორიადისი შეიწყალა
-
გადახედვა"იდენტიფიცირებულნი იქნებიან ის პირები, რომლებიც აქციის მონაწილეებს საავტომობილო გზების პარალიზებისკენ მოუწოდებენ" — შსს-ს განცხადება "იდენტიფიცირებულნი იქნებიან ის პირები, რომლებიც აქციის მონაწილეებს საავტომობილო გზების პარალიზებისკენ მოუწოდებენ" — შსს-ს განცხადება
-
გადახედვადააკავეს 2 პირი, რომლებმაც მოქალაქეებს, სიცოცხლის მოსპობის მუქარით, დიდი ოდენობით თანხა გამოსძალეს დააკავეს 2 პირი, რომლებმაც მოქალაქეებს, სიცოცხლის მოსპობის მუქარით, დიდი ოდენობით თანხა გამოსძალეს
-
-
-
გადახედვაევროპარლამენტარი აუსტრევიჩუსი დარბევის ორგანიზატორების დასანქცირებას ითხოვს — რას პასუხობენ მას ქართულ ოცნებაში ევროპარლამენტარი აუსტრევიჩუსი დარბევის ორგანიზატორების დასანქცირებას ითხოვს — რას პასუხობენ მას ქართულ ოცნებაში
კომენტარები