რამდენიმე წუთის წინ ცნობილი გახდა, რომ ანა ურუშაძის მხატვრული ფილმი საშიში დედა ლოკარნოს კინოფესტივალის საკონკურსო პროგრამის გამარჯვებული გახდა.

ურუშაძის ფილმა ფესტივალზე საუკეთესო დებიუტის ნომინაციაში გაიმარჯვა.

საშიში დედა, რომელშიც მთავარ როლს ნატა მურვანიძე ასრულებს, აკრძალვებსა და სტერეოტიპებზე, მორალურ ნორმებსა და სოციალურ პასუხისმგებლობაზე მოგვითხრობს.

ფილმი 50 წლის ქალის - მანანას ცხოვრებას ასახავს. დედა და დიასახლისი დილემის წინაშე დგას, მას უწევს არჩევანი გააკეთოს ოჯახურ ცხოვრებასა და დიდი ხნის ვნებიან გატაცებას შორის. მანანა ცხოვრების აზრს წერაში პოულობს.

აქვე წაიკითხეთ: ოჯახი როგორც მონსტრების ინკუბატორი - უცხოური პრესა ქართულ ფილმზე