პატრიოტთა ალიანსის ლიდერი და პარლამენტის დეპუტატი ირმა ინაშვილი, შესაძლოა თბილისის მერობის ერთ-ერთი კანდიდატი იყოს. ამის შესახებ ინფორმაცია საზოგადოებრივ მაუწყებელთან საუბარში თავად ინაშვილმა დაადასტურა.

მისივე თქმით, პატრიოტთა ალიანსში სულ ოთხი კანდიდატი განიხილება, მათ შორის ერთ-ერთი მისი კანდიდატურაცაა, თუმცა ამაზე პოლიტსაბჭოს საბოლოო გადაწყვეტილება არ მიუღია.

ინაშილის თქმით, ორშაბათს, პოლიტსაბჭოს სხდომაზე გადაწყდება თუ რომელი კანდიდატი იბრძოლებს თბილისის მერის პოსტისთვის.

საქართველოს პრეზიდენტის, გიორგი მარგველაშვილის განცხადებით, მთავრობასთან შეთანხმებით გადაწყდა, რომ თვითმმართველობის არჩევნები ოქტომბრის მესამე კვირის ბოლოს გაიმართება.