თუ გიყვართ სერიალი Friends, მაშინ ზუსტად იმ ადგილზე მოხვდით, სადაც თქვენი ადგილია.

2019 წელს ყველაზე პოპულარული და ლეგენდარული ამერიკული სიტკომი მეგობრები 25 წლის იუბილეს აღნიშნავს, სწორედ ამ თარიღის აღსანიშნავად, შოუს მიხედვით წიგნი გამოვა, რომელსაც I’ll Be There For You ერქმევა, ზუსტად ისე, როგორც სერიალის მთავარ მუსიკალურ თემას.

წიგნის ავტორი კელსი მილერი ამბობს, რომ შოუ ამდენი წლის შემდეგაც კი პოპულარულია, მათ შორის ახალგაზრდებში, რაც მისი აზრით სერიალის განსაკუთრებულობაზე მეტყველებს.

ავტორი ასევე აღნიშნავს, რომ თავის დროზე სერიალის პოპულარობის მიზეზი განსაკუთრებული იუმორის გარდა, მასში გამოჩენილი მსახიობები - ჯულია რობერტსი, ბრედ პიტი, ბრიუს უილისი, ჯორჯ კლუნი და სხვა ვარსკვლავები გახდა.