აღმოსავლეთ აფრიკის ერთ-ერთ სახელმწიფო ტანზანიაში, ალბინოს ბავშვებს ეშმაკისეულად მიიჩნევენ და მეტიც, თვლიან რომ მათ დახოცვას ადამიანებისათვის ბედნიერება მოაქვს.

საზოგადოებაში განსხვავებული ფერის ბავშვების მიმართ შიშს იმდენად აქვს ფესვები გადგმული, რომ ხშირად ალბინოს ბავშვებს, დაბადებისთანავე დედებიც კი ასალმებენ სიცოცხლეს.

პრობლემის გადასაჭრელად, ქვეყანაში სპეციალური ბანაკები არსებობს, რომელიც ალბინოსი ბავშვების ერთადერთი თავშესაფარია, თუმცა მათ მუდმივი დამცირებისა და ძალადობის ატანა უწევთ, მხოლოდ იმის გამო რომ თანატოლებისაგან კანის ფერით განსხვავდებიან.

ფოტოგრაფი მარინკა მასეუსის ფოტო სერია "იგივე მზის ქვეშ" რომლის მთავარი პერსონაჟებიც სწორედ ალბინოსი ბავშვები არიან, ტანზანიაში გამეფებული საშინელი რეალობის მიმართ, დანარჩენი მსოფლიოს ყურადღების გამახვილებას ემსახურება.

ფოტო: Marinka Masseus