ახალი სასწავლო წლიდან ახალგორში ქართულენოვანი სწვალება აიკრძალება
ახალი სასწავლო წლიდან ახალგორის ბაგა-ბაღებში ქართულენოვან ჯგუფებს აუქმებენ. ბაღებში მხოლოდ რუსული და ოსურენოვანი ჯგუფები იქნება.
ქართულენოვანი სწვალების გაუქმება დე-ფაქტო მმართველს, ანატოლი ბიბილოვს ეკუთვნის. ანატოლი ბიბილოვი 9 ივნისს ახალგორის რაიონს ეწვია. მან უკმაყოფილება გამოხატა იმ ფაქტით, რომ ზოგიერთ ადგილობრივ სკოლაში სწავლება ქართულ ენაზე მიმდინარეობს და ქართული სკოლების რეგიონის საერთო სასწავლო სტანდარტზე გადაყვანის ბრძანება გასცა.
შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის, ქეთევან ციხელაშვილის თქმით, ქართველი მოსახლეობის ეთნიკური ნიშნით დისკრიმინაცია მიმდინარეობს.
"ახალგორში ცხოვრობს ეთნიკურად ქართველი მოსახლეობა, რომელსაც სურს სწავლა ქართულ ენაზე. არც პედაგოგებმა და არც მოსწავლეებმა რუსული ენა არ იციან და მათ არ სურთ რუსულ ენაზე სწავლა. ოკუპირებულ ტერიტორიებზე სწორედ ეთნიკური ნიშნით მიმდინარეობს ქართველი მოსახლეობის შევიწროება," – იმედის ეთერში განაცხადა შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა, ქეთევან ციხელაშვილმა.
მინისტრი ირწმუნება, რომ ოფიციალური თბილისის ძალისხმევა მიმართულია იმისკენ, რომ სწავლება ქართულ ენაზე აღდგეს და გაგრძელდეს. ხელისუფლება გეგმავს, რომ ეს საკითხი ჟენევის უახლოეს მოლაპარაკებებზე გაიტანოს.
26 ივლისს, ასევე, ცნობილი გახდა, რომ ახალგორის სკოლებში ქართულ ენაზე სწავლება აიკრძალება.
დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთის განათლების მინისტრის მოადგილემ, ელისო გაგლოევამ განაცხადა, რომ ქართული სკოლები რესპუბლიკის სასწავლო სტანდარტებზე გადადის. ცვლილების შედეგად, ოკუპირებულ სამხრეთ ოსეთში მცხოვრები ქართველი მოსწავლეები მშობლიურ ენას ცალკე საგნად ისწავლიან.
2015 წლის სექტემბრიდან ქართულენოვანი სწავლება გალის სკოლებშიც გაუქმდა.
-
გადახედვარა ასაკში მიაჩნიათ ადამიანი ხანდაზმულად რა ასაკში მიაჩნიათ ადამიანი ხანდაზმულად
-
გადახედვამკვლევრებმა კოსმოსში ახალი მოლეკულა აღმოაჩინეს მკვლევრებმა კოსმოსში ახალი მოლეკულა აღმოაჩინეს
-
გადახედვაშესაძლოა, პაციენტებს გადარჩენის მეტი შანსი ჰქონდეთ, თუ მათი ექიმი ქალია — კვლევა შესაძლოა, პაციენტებს გადარჩენის მეტი შანსი ჰქონდეთ, თუ მათი ექიმი ქალია — კვლევა
-
-
გადახედვაბორელი: ჩვენი კარი ღიაა, მოვუწოდებ საქართველოს ლიდერებს, გამოხატონ მოქალაქეების მოლოდინები და ქვეყანა ევროკავშირის გზას არ ააცდინონ ბორელი: ჩვენი კარი ღიაა, მოვუწოდებ საქართველოს ლიდერებს, გამოხატონ მოქალაქეების მოლოდინები და ქვეყანა ევროკავშირის გზას არ ააცდინონ
-
გადახედვამესტიის მერი დეკლარაციაში ქონებას მალავს — TI მესტიის მერი დეკლარაციაში ქონებას მალავს — TI
-
-
-
-
გადახედვაროდის გაჩნდნენ დედამიწაზე მანათობელი ცხოველები? — კვლევა როდის გაჩნდნენ დედამიწაზე მანათობელი ცხოველები? — კვლევა
-
გადახედვაბრძოლა გრძელდება, აქციებზე შევხვდებით — ლაზარე გრიგორიადისის პირველი განცხადება გათავისუფლების შემდეგ ბრძოლა გრძელდება, აქციებზე შევხვდებით — ლაზარე გრიგორიადისის პირველი განცხადება გათავისუფლების შემდეგ
-
გადახედვალაზარე გრიგორიადისი თავისუფალია ლაზარე გრიგორიადისი თავისუფალია
-
გადახედვაშეიმუშავეს ხელოვნური ინტელექტი, რომელსაც ადამიანის დნმ-ის რედაქტირება შეუძლია შეიმუშავეს ხელოვნური ინტელექტი, რომელსაც ადამიანის დნმ-ის რედაქტირება შეუძლია
-
-
-
-
გადახედვასალომე ზურაბიშვილმა ლაზარე გრიგორიადისი შეიწყალა სალომე ზურაბიშვილმა ლაზარე გრიგორიადისი შეიწყალა
-
გადახედვა"იდენტიფიცირებულნი იქნებიან ის პირები, რომლებიც აქციის მონაწილეებს საავტომობილო გზების პარალიზებისკენ მოუწოდებენ" — შსს-ს განცხადება "იდენტიფიცირებულნი იქნებიან ის პირები, რომლებიც აქციის მონაწილეებს საავტომობილო გზების პარალიზებისკენ მოუწოდებენ" — შსს-ს განცხადება
-
გადახედვანახეთ: მზეზე ერთდროულად 4 ამოფრქვევა მოხდა — უიშვიათესი მოვლენა ნახეთ: მზეზე ერთდროულად 4 ამოფრქვევა მოხდა — უიშვიათესი მოვლენა
-
გადახედვადააკავეს 2 პირი, რომლებმაც მოქალაქეებს, სიცოცხლის მოსპობის მუქარით, დიდი ოდენობით თანხა გამოსძალეს დააკავეს 2 პირი, რომლებმაც მოქალაქეებს, სიცოცხლის მოსპობის მუქარით, დიდი ოდენობით თანხა გამოსძალეს
-
კომენტარები