HBO-ს ახალი სერიალი Big Little Lies თამამად შეიძლება ჩაითვალოს მსოფლიო ჰიტად. შოუმ უკვე მიიღო ემისა და ოქროს გლობუსის ჯილდოები, მედია კი აქტიურად აშუქებს ყველა წვრილმანს, რაც მას უკავშირდება.

ცოტა ხნის წინოფიციალურად დადასტურდა, რომ Big Little Lies მეორე სეზონით დაბრუნდება.

თუმცა Big Little Lies იქით იყოს, ახლა დროა ლიან მორიარტიზე ვისაუბროთ, რომელიც დროს არ კარგავს და ნამდვილი ბესტსელერის შექმნის შემდეგ [მორიარტი იმ წიგნის ავტორია, რომლის მიხედვითაც სერიალი გადაიღეს] სხვა პროექტებზეც მუშობს, შესაბამისად შეიძლება ითქვას, რომ ლიანი წერას იდეალურად უთავსებს ტელევიზიის სცენარისტობას, თუმცა, რა თქმა უნდა, ყველა ეს სერიალი თუ ფილმი მისი წიგნების ადაპტაცია იქნება.

What Alice Forgot

ამჯერად ლიან მორიარტი სერიალის ნაცვლად ფილმზე იმუშავებს, რომელშიც მთავარ როლზე ჯენიფერ ენისტონი განიხილება. დრამის სიუჟეტი მოგვითხრობს ქალზე, რომელიც ათ წლიანი კომის შემდეგ იღვიძებს და აცნობიერებს, რომ ახლა ის განქორწინებული დედაა ორი შვილით. ელისი, სირთულეების მიუხედავად, ძველი ცხოვრების დაბრუნებას ცდილობს.

Truly Madly Guilty

დრამასთან ერთად მორიარტი მისტიკურ ტრილერს გვთავაზობს. ფილმის/სერიალის სიუჟტი ავსტრალიაში ვითარდება, ეპიცენტრში კი სემი და კლემენტინა არიან, წყვილი რომელიც ცდილობს მოახერხოს და დააბალანსოს დრო სამსახურსა და ოჯახს შორის. ერთ დღესაც მათი მეზობელი ერიკა საკუთრ ეზოში ბარბექიუს მოწყობას გადაწყვეტს, სწორედ ამ დღიდან იქცევა მათი ცხოვრება ნამდვილ კოშმარად. აღსანიშნავია, რომ ფილმის/სერიალის პროდიუსერი ნიკოლ კიდმანი იქნება, შესაბამისად, სავარაუდოდ, ერთ-ერთ როლს სწორედ ის შეასრულებს.

The Husband's Secret

ისევე როგორც დიდი პატარა ტყუილების, ამ შემთხვევაშიც ისტორიის ეპიცენტრში სამი ქალია, რომელთაგანაც ერთ-ერთი მისი ქმრის საიდუმლო წერილებს აღმოაჩენს და სიმართლის გასარკვევად დახმარებას მეგობრებს სთხოვს. სერიალში ერთ-ერთ მთავარ როლს ბლეიკ ლაივლი შეასრულებს.