დედა ყველა ჩვენგანის პირველი სიყვარულია. ამას ეს საყვარელი ვიდეოც მოწმობს, რომელიც ახალშობილის მამამ გადაიღო.

ბრაზილიაში, საკეისრო კვეთის შედეგად დაბადებული ბავშვი დედასთან პირველივე შეხვედრისას, მას სახეზე ჩაებღაუჭა და მოშორებას არ აპირებდა.

ვიდეოში ჩანს, რომ როდესაც ექიმი მის აყვანას აპირებს, პატარა პროტესტს აცხადებს და მხოლოდ მაშინ მშვიდდება, როცა დედასთან დარჩენის ნებას აძლევენ.

ეს საოცარი მომენტი რამდენიმე წუთს გრძელდებოდა. 24 წლის ბრენდა კოელიომ თავის პატარა გოგოს აგატა დაარქვა.