აქვს თუ არა მერილ სტრიპს ცუდ ფილმებში მონაწილეობა მიღებული? - რა თქმა უნდა, კი
მერილ სტრიპი - რას გეუბნებათ ეს სახელი?
მოდით, თქვენს ნაცვლად მე ვიტყვი, ამ სახელის გაგონებისას, ძირითადად ყველამ ვიცით, რომ საუბარი ჩვენი დროის ყველაზე ნიჭიერ, გავლენიან და ბრწყინვალე მსახიობზეა საუბარი.
მართალია, დონალდ ტრამპმა ცოტა ხნის წინ სტრიპს ზედმეტად დაფასებული მსახიობი უწოდა, მაგრამ როგორც მერილ სტრიპი იტყოდა, მერე რა? ის ერთადერთი და განუმეორებელია და ეს ყველამ კარგად იცის.
ერთ-ერთ სატელევიზიო ინტერვიუში ბეტ მიდლერს ჟურნალისტმა ჰკითხა, უყურა თუ არა მერილ სტრიპის ახალ ფილმს, რაზეც მსახიობმა თქვა, რომ ნახა და იხუმრა, რომ ძალიან არ მოეწონა, რადგან მერილ სტრიპი მასზე ბევრად უკეთესია, რაზეც წამყვანისგან ცოტა ხისტი პასუხიც მიიღო - "არაუშავს, ნუ იდარდებ ამაზე, ის ყველას გჯობნით".
ასეა თუ ისე, მერილ სტრიპი დღესდღეობით ყველაზე ტიტულოვანი მსახიობია - სამი ოსკარით (ოცი ნომინაცია), ოქროს გლობუსებით, ემით, ბაფტათი და ა. შ. მოკლედ რომ ვთქვათ, ის თუ ჯილდოები ნამდვილად ოქროსია, მერილ სტრიპი მსოფლიოში ყველაზე მდიდარი ადამიანი იქნება თუ მათ გადაადნობს.
თქვენი აზრით, ამდენი ჯილდოს მიუხედავად, აქვს თუ არა მერილ სტრიპს ცუდ ფილმში მონაწილეობა მიღებული? პასუხი ერთია - რა თქმა უნდა, მგონი არც ერთი მსახიობი დედამიწაზე არ მოიძებნება, რომელსაც ცუდ ფილმში არ მიუღია მონაწილეობა, გამონაკლისი არც მერილ სტრიპია.
მოდით, თვალი გადავავლოთ მის კარიერას და ამოვარჩიოთ ის ცუდი ფილმები, სადაც სტრიპი მონაწილეობას ან კარგი ჰონორარის გამო დათანხმდა, ან მეგობრებს არ გაუტეხა ან კიდევ ცუდ რჩევებს დაუჯერა.
She-Devil
ალბათ არ გაგიკვირდებათ თუ ვიტყვი, რომ ამ ფილმში შესრულებული როლით მერილ სტრიპმა ოქროს გლობუსის ნომინაცია მიიღო, მაგრამ ვიყოთ გულახდილები და ვთქვათ, რის გამო შეიძლებოდა, რომ სტრიპი მწერალ მერი ფიშერის როლს დათანხმებოდა? ფულის? მეგობარმა სთხოვა? ღმერთმა უწყის რა მოხდა სინამდვილეში. სტრიპი ცდილობს რომანტიკული და ელეგანტური მწერლის თამაშს, მაგრამ საბოლოო ჯამში ვიღებთ უმარილო, უსახურ ფილმს, რომელიც დიდი ალბათობით მერილ სტრიპსაც სძულს.
Dark Matter
შეიძლება ითქვას, რომ ამ ფილმში სტრიპი თავისი აქამდე ცნობილი როლებისგან განსხვავებულ ამპლუაში გვევლინება. შესაძლოა, სწორედ ამის ბრალია, რომ ფილმზე პრესაში სულ რამდენიმე რეცენზია დაიწერა და უარესი - მერილ სტრიპს არც ერთი ნომინაცია მიუღია. წარმოგიდგენიათ? სწორედ ამიტომ, ხშირად ზუსტად ამ ფილმს ასახელებენ მერილ სტრიპის ყველაზე დაუფასებელ როლად.
Rendition
რიზ უიზერსპუნი, ჯეიკ ჯილენჰოლი, ალან არკინი და მერილ სტრიპი - წესით ეს შემადგენლობა სრულიად საკმარისი უნდა ყოფილიყო იმისათვის, რომ ფილმი ბოქს ოფისების ლიდერი გამხდარიყო, მაგრამ ვერ მოგართვით. ფილმი ჩავარდა, თან ისე რომ გადაღებების დროს დახარჯული თანხაც კი ვერ ამოიღო, გულწრფელად ვთქვათ, რამდენს გვაქვს ეს ფილმი ნანახი?
Into the Woods
ამ ფილმის წყალობით მერილ სტრიპმა ოსკარის კიდევ ერთი ნომინაცია ჩაიწერა თვის ანგარიშზე, ძირითადად ეს გრიმის დამსახურება იყო, აბა ის სამი წუთი რაც ფილმში ჩანდა არაფერი განსაკუთრებული არ გაუკეთებია, იმის გარდა რომ ზუსტად ისე დიდებულად თამაშობს როგორც სხვა ფილმებში. ამასთანავე, მიუხედავად იმისა, რომ ფილმში ნამდვილი ვარსკვლავთცვენაა, ნამდვილად ვერ ვიტყვით, რომ ამ ფილმში თამაშმა მერილს რამე განსაკუთრებული მოუტანა, გარდა რამდენიმე მილიონი დოლარისა.
Ricki and the Flash
ამ ფილმში მერილ სტრიპის გარდა სხვა მსახიობს რომ ეთამაშა, ვერ იტყოდი, რომ ცუდი ფილმია, პრინციპში ვერც ახლა იტყვი, მაგრამ როდესაც სტრიპის კარიერას იცნობ და ერთ დღეს მის ფილმოგრაფიაში 50 წელს გადაცილებული როკერის როლი გხვდება პირველი განცდა, რაც გიჩნდება, აღფრთოვანებაა და ფიქრობ, ღმერთო, რა მაგარი ქალია ეს მერილი. შემდეგ უყურებ ფილმს და ამბობ - ბლაჰ, მაგრად ითამაშა, მაგრამ ეგ ხო აღარ გვიკვირს? ფილმისგან კი ვერანაირ ემოციას ვერ იღებ.
ასეა თუ ისე, ყველა ზემოთ ჩამოთვლი, არ ჩამოთვლილ და სამომავლო ფილმებში ერთდერთი რაც ზუსტად შეგვიძლია ვთქვათ არის ის, რომ მერილ სტრიპი ნამდვილად დიდებული მსახიობია იქნება ეს ცუდი, ძალიან ცუდი თუ იდეალური ფილმი და როგორც კემერონ ტაკერი იტყოდა, მერილ სტრიპი ბეტმენის როლსაც კი არაჩვეულებრივად შეასრულებს.
-
გადახედვაინტერნეტის სიჩქარე რამდენიმე მილიონჯერ გაზარდეს — როგორ გადაიტანეს წამში 301 ტერაბაიტი ინტერნეტის სიჩქარე რამდენიმე მილიონჯერ გაზარდეს — როგორ გადაიტანეს წამში 301 ტერაბაიტი
-
გადახედვაფრინველის გრიპი ძროხებში ვრცელდება — რა უნდა ვიცოდეთ ფრინველის გრიპი ძროხებში ვრცელდება — რა უნდა ვიცოდეთ
-
-
გადახედვაახალი სურათი ჩვენი გალაქტიკის შავი ხვრელის მაგნიტური ველის სტრუქტურას გვიჩვენებს ახალი სურათი ჩვენი გალაქტიკის შავი ხვრელის მაგნიტური ველის სტრუქტურას გვიჩვენებს
-
გადახედვაკვლევის მიხედვით, თაობიდან თაობამდე ტვინების ზომა იზრდება — რას შეიძლება ნიშნავდეს ეს კვლევის მიხედვით, თაობიდან თაობამდე ტვინების ზომა იზრდება — რას შეიძლება ნიშნავდეს ეს
-
გადახედვაემა სტოუნს Poor Things-ის რეჟისორის ახალ ფილმში ვიხილავთ — ნახე ტრეილერი ემა სტოუნს Poor Things-ის რეჟისორის ახალ ფილმში ვიხილავთ — ნახე ტრეილერი
-
გადახედვაბაკურიანში, თოვლის მასაში ერთი ადამიანია მოყოლილი — ადგილზე მუშაობენ მაშველები ბაკურიანში, თოვლის მასაში ერთი ადამიანია მოყოლილი — ადგილზე მუშაობენ მაშველები
-
გადახედვაახალგაზრდებმა ზეწოლა არ უნდა იგრძნონ, თუ ადრეულ ასაკში სექსი არ აქვთ — რებელ უილსონი ახალგაზრდებმა ზეწოლა არ უნდა იგრძნონ, თუ ადრეულ ასაკში სექსი არ აქვთ — რებელ უილსონი
-
გადახედვალაზარე გრიგორიადისის საქმეზე დასკვნითი სხდომა კვლავ გადაიდო ლაზარე გრიგორიადისის საქმეზე დასკვნითი სხდომა კვლავ გადაიდო
-
გადახედვაBlack Sea Arena-ზე Scorpions და OneRepublic მაისში კონცერტებს გამართავენ Black Sea Arena-ზე Scorpions და OneRepublic მაისში კონცერტებს გამართავენ
-
გადახედვააზერბაიჯანი ევროკავშირისა და აშშ-ის სომხეთთან დაგეგმილი შეხვედრის გამო აღშფოთებულია აზერბაიჯანი ევროკავშირისა და აშშ-ის სომხეთთან დაგეგმილი შეხვედრის გამო აღშფოთებულია
-
-
გადახედვაბათუმში, ზღვაში არასრულწლოვანების მკვლელობის მცდელობის ფაქტზე ბრალდებულს, 16 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა ბათუმში, ზღვაში არასრულწლოვანების მკვლელობის მცდელობის ფაქტზე ბრალდებულს, 16 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
-
გადახედვარომელია მსოფლიოში უძველესი უნივერსიტეტი რომელია მსოფლიოში უძველესი უნივერსიტეტი
-
გადახედვაფეხბურთის მეკარეები სამყაროს სხვებისგან განსხვავებულად აღიქვამენ — კვლევა ფეხბურთის მეკარეები სამყაროს სხვებისგან განსხვავებულად აღიქვამენ — კვლევა
-
გადახედვა53-კაციანი სია: მათი ღირსების ორდენით დაჯილდოების მოთხოვნით, კობახიძემ პრეზიდენტს მოგებული მატჩის გამო მიმართა 53-კაციანი სია: მათი ღირსების ორდენით დაჯილდოების მოთხოვნით, კობახიძემ პრეზიდენტს მოგებული მატჩის გამო მიმართა
-
გადახედვაChatGPT-ის გამოყენება მეხსიერების დაქვეითებასთან დააკავშირეს ChatGPT-ის გამოყენება მეხსიერების დაქვეითებასთან დააკავშირეს
-
გადახედვამიზოფონია იმაზე მეტად არის გავრცელებული, ვიდრე აქამდე გვეგონა — კვლევა მიზოფონია იმაზე მეტად არის გავრცელებული, ვიდრე აქამდე გვეგონა — კვლევა
-
-
გადახედვაამ დღეს 30 წელი ველოდით, ბევრი ვიბრძოლეთ, ცოტა გაგვიმართლა და მიზანს მივაღწიეთ — მერაბ მეტრეველი ამ დღეს 30 წელი ველოდით, ბევრი ვიბრძოლეთ, ცოტა გაგვიმართლა და მიზანს მივაღწიეთ — მერაბ მეტრეველი
-
გადახედვაინგლისის ვეტკლინიკაში მოხვედრილი "ზღარბი" ქუდის პომპონი აღმოჩნდა ინგლისის ვეტკლინიკაში მოხვედრილი "ზღარბი" ქუდის პომპონი აღმოჩნდა
კომენტარები