ჩვენ და ისინი - წარუმატებელი გზა ლიბერალური საზოგადოებისკენ
ვარდების რევოლუციის შემდეგ, ახლად არჩეულ მთავრობას საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობა უჭერდა მხარს. თუმცა არ მგონია რომ ეს მხარდაჭერა იყო გაცნობიერებული გადაწყვეტილება.
ახალი მთავრობა მოვიდა არა იმიტომ, რომ საზოგადოებამ აწონ-დაწონა მისი ეკონომიკური და სოციალური პოლიტიკა, არამედ იმიტომ, რომ საზოგადოებას უბრალოდ სურდა ცვლილება.
ერთადერთი გამოკვეთილი პოლიტიკური მოწოდება რაც გააჩნდა ნაციონალურ მოძრაობას, იყო კორუფციის შემცირება და ქვეყნისთვის დასავლური კურსის მინიჭება. ეს მესიჯი ცხადია უზარმაზარი მხარდაჭერით სარგებლობდა.
დღემდე, NDI-ს ბოლო მონაცემებით, გამოკითხულთა 70 პროცენტამდე ემხრობა მაგალითად ნატოში ინტეგრაციას, თუ არ ვცდები კიდევ უფრო მეტს სურს ევროკავშირში გაწევრიანება. თუმცა ჩემი დაკვირვებით, ფართო პუბლიკას თითქმის არანაირი ცოდნა არ აქვს ევროკავშირის შესახებ, როგორ მოქმედებს ის ან რა ეკონომიკური შედეგები ექნება საქართველოს ინტეგრაციას და ა.შ.
მთავარი მიზეზი, რატომაც ქართველებს ევროკავშირში ან ნატოში გაწევრიანება სურთ, არის რუსული ოკუპაციის საფრთხე. ევროპისკენ და ამერიკისკენ სწრაფვა (თუ არსებობს საერთოდ ასეთი რამ) საზოგადოების დიდ ნაწილში არის გამოწვეული არა იმიტომ, რომ ევროპული მმართველობის მოდელი ან ლიბერალური დემოკრატია მომხიბვლელია, არამედ იმიტომ, რომ საქართველოს აგრესორი ქვეყანა ესაზღვრება.
ბევრისთვის ეს ალბათ საკმარისი მიზეზია, თუმცა ჩემთვის ნამდვილად არა. ის ფასეულობები და იდეალები, რომელზეც აშენდა თანამედროვე სახელმწიფოები და ლიბერალური დემოკრატია, შეიძლება სულაც მიუღებელი აღმოჩნდეს საქართველოს მოსახლეობისთვის.
იმისთვის, რომ საქართველო გახდეს ლიბერალური სახელმწიფო, ლიბერალიზმმა ჯერ ფართო საზოგადოების გული უნდა მოიგოს. ლიბერალური სახელმწიფოს ჩამოყალიბება ლიბერალური საზოგადოების გარეშე შეუძლებელია ან შორეულ პერსპექტივაში არამდგრადი.
იმისთვის, რომ სოციუმში რომელიმე იდეოლოგიამ გაიმარჯვოს, იქნება ეს ლიბერალიზმი, პროგრესივიზმი თუ სოციალიზმი, აუცილებელია ასპარეზი დაეთმოს იდეოლოგიურ დაპირისპირებას, რაც საქართველოს მოსახლეობას ნამდვილად აკლია.
ევროპაში, ბოლო საუკუნის ცვლილებები, ჩემი აზრით, სწორედ იდეოლოგიური ჭიდილის გამო მოხდა. იქნება ეს ქალთა უფლებების რეფორმა, შრომითი უფლებების რეფორმა, რასიზმის აღმოფხვრის მცდელობა და ა.შ.
ფართო საზოგადოების ჩართულობა მსგავს დისკუსიებში, ევროპისთვის გადამწყვეტი იყო. არსებობს ძალიან კარგი წიგნი; The Intellectual Life of the British Working Classes, სადაც ავტორი დეტალურად აღწერს ყველაზე უბრალო ინგლისელების ინტელექტუალურ ცხოვრებას. რა წიგნებით ინტერესდებოდნენ, რა საკითხებზე დაობდნენ და ბოლოს, როგორ ერთვებოდნენ უბრალო, გაჭირვებული ადამიანები ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში.
დღეს, საქართველოში ხშირად ასეთი (კონსტრუქციული) დებატები ფილოსოფიის სემინარებს ან ინტერნეტ განხილვებს ნაკლებად ცდება. მაშინ, როდესაც საქართველოში, გაერთიანებული ერების განვითარების პროგრამის მონაცემებით, ინტერნეტით მოსახლეობის მხოლოდ 45% სარგებლობს.
პოპულარული მედია, მაგალითად იმედის ტელევიზია ან რუსთავი 2, მსგავს განხილვებს დროს იშვიათად უთმობს. ამის მთავარი მიზეზი ის არის, რომ საქართველოს პოლიტიკურ ცხოვრებას ორი პარტიის ყალბი ქილიკი წარმართავს.
სამწუხაროა, მაგრამ ფაქტია, რომ ქართული ოცნება ხალხს იმიტომ არ აურჩევია, რომ მათი ეკონომიკური და სოციალური პროგრამებით იხიბლებოდნენ. მმართველი პარტია დღეს, საზოგადოების ყველა უბედურებას წარმატებით აწერს ნაციონალურ მოძრაობას და მის ყოფილ წევრებს.
დაპირისპირება ნაციონალურ მოძრაობასა და ქართულ ოცნებას შორის, სრულებით მოკლებულია მნიშვნელოვან არგუმენტებს. შესაბამისად ტელევიზიების მთავარი კრიტიკის საგანი ან ქართული ოცნებაა ან ნაციონალური მოძრაობა. ის გადაცემებიც კი, სადაც იდეაში განიხილება მნიშვნელოვანი ეთიკური და საზოგადოებრივი პრობლემები, მაგალითად ინგა გრიგოლიას რეაქცია და ა.შ, რეალურად სხვა არაფერია გარდა იაფფასიანი პერფორმანსისა, რომელიც მაყურებლებს ინფორმაციის მაგივრად სანახაობას სთავაზობს.
ტელევიზიების უმეტესობა და მათი გადაცემები ძირითადად მიმართული ოპოზიციური ძალების ან მთავრობის დისკრედიტაციისკენ.
იდეოლოგიური დაპირისპირება საზოგადოებაში (ისიც პატარა ნაწილში) მხოლოდ ახლა იწყება. იმისთვის, რომ საქართველომ აიღოს მყარი ლიბერალური გეზი, ლიბერალებმა რამენაირად უნდა შეძლონ და ხმა მიაწვდინონ საზოგადოების ყველაზე „უბრალო“ წევრებს. იქნება ეს გლეხი, მუშა თუ სანელებლების გამყიდველი. სამწუხაროა, მაგრამ უნდა ვაღიარო რომ ამის იმედი საერთოდ არ მაქვს. ამას მნიშვნელოვანი მიზეზი აქვს;
პირველი მიზეზი ალბათ ყველასთვის ცხადია; როგორც აქამდე აღვნიშნე, საქართველოში არ არსებობს რეალური იდეოლოგიური დაპირისპირება პოლიტიკურ პარტიებს შორის. ქართული ოცნება, რომელიც უკვე მეორე ვადით რჩება ხელისუფლებაში, სრულად ოპორტუნისტული და ინერციული კოალიციაა. მას არც გამოკვეთილი მიმართულება აქვს, არც გამოკვეთილი ეკონომიკური ან სოციალური პოლიტიკა. საქართველოს პოლიტიკურ ცხოვრებას წარმართავს სრულიად ყალბი დიქოტომია.
მეორე მიზეზი შემდეგია: შედარებით ლიბერალური შეხედულებების მქონე ადამიანები ვინც გმობენ ულტრანაციონალიზმის აგორებულ ტალღას, იშვიათად მიმართავენ ეთნიკური ნაციონალიზმის მთავარი იდეების ჯანსაღ კრიტიკას. ჩემი დაკვირვებით, პროგრესივიზმის და ლიბერალიზმის ქართველი მომხრეები უფრო მეტ დროს უთმობენ შეთქმულების თეორიებს, ვიდრე იდეოლოგიურ დებატს.
მაგალითად მთავარი კრიტიკა რაც გაჟღერდა „ქართველთა მარშის“ და მისი ორგანიზატორების წინააღმდეგ, არის მათი (სავარაუდო) კავშირი რუსეთთან. მსგავსი ბრალდებები, გარდა იმისა რომ ჩემი აზრით ფაქტებს მოკლებულია, მეორეხარისხოვანია. მოწინააღმდეგის დისკრედიტაციის ყველაზე ეფექტური, გრძელვადიანი ხერხია მისი ლოგიკური ცდომილებების გამოვლენა. აუცილებელია, ამას მეტი დრო დაეთმოს.
ახალი ამბავი არ არის, რომ ნებისმიერი პარტია თუ ორგანიზაცია, რომელიც ქვეყნის უბედურებებს ემიგრანტებს აბრალებს, მარტივად იხვეჭს პოპულარობას. ამას გარდა, საქართველოს მოსახლეობის დიდ ნაწილს დღემდე სწამს, რომ ჩვენ ყველასგან გამორჩეული ერი ვართ, რომ ქართველობა ღვთის საჩუქარია და ასე შემდეგ. თუ ეს ფართოდ მიღებული აქსიომაა, მაშინ გასაკვირი არ არის, რომ როდესაც ხალხი იწყებს პრობლემების ძიებას, ბევრი თითს თურქებისკენ და ჩინელებისკენ იშვერს. „ჩვენ“ ღვთისმშობლის მადლი გვფარავას, „ისინი“ წარმართები არიან. ქართველთა მარშის მესიჯი საზოგადოების ბევრად დიდ ნაწილს წვდება, ვიდრე ლიბერალური ნააზრევი.
უნდა გვესმოდეს, რომ ვერ იარსებებს ლიბერალური სახელმწიფო, ლიბერალური საზოგადოების გარეშე. მე მჯერა, რომ ადამიანი თანდაყოლილად ლიბერალია. მხოლოდ ცრურწმენებს და კოერსიულ პროპაგანდას ძალუძს ის მიდრეკილი გახადოს ტოტალიტარიზმისკენ, კოერსიული იდეოლოგიებისკენ და ფაშისტური ნააზრევისკენ.
-
გადახედვასააკაშვილი ენმ-ს პარტიის ბორდის შექმნას და თავმჯდომარედ მისი კანდიდატურის განხილვას სთხოვს სააკაშვილი ენმ-ს პარტიის ბორდის შექმნას და თავმჯდომარედ მისი კანდიდატურის განხილვას სთხოვს
-
გადახედვაშესაძლოა, არამიწიერი სიცოცხლე იისფერი ბაქტერიების სახით არსებობდეს შესაძლოა, არამიწიერი სიცოცხლე იისფერი ბაქტერიების სახით არსებობდეს
-
გადახედვაოზურგეთის საკრებულოს თავმჯდომარის, დავით დარჩიას შვილი: არა რუსულ კანონს! ოზურგეთის საკრებულოს თავმჯდომარის, დავით დარჩიას შვილი: არა რუსულ კანონს!
-
გადახედვაკვლევის თანახმად, მელიები ადამიანების "საუკეთესო მეგობრები" იყვნენ კვლევის თანახმად, მელიები ადამიანების "საუკეთესო მეგობრები" იყვნენ
-
გადახედვალაზარეს განაჩენის სარეზოლუციო ნაწილი პრეზიდენტს ჯერ არ მიუღია — მის მოსამზადებლად, მოსამართლემ 14-დღიანი ვადა აიღო ლაზარეს განაჩენის სარეზოლუციო ნაწილი პრეზიდენტს ჯერ არ მიუღია — მის მოსამზადებლად, მოსამართლემ 14-დღიანი ვადა აიღო
-
გადახედვალავროვი ოცნების რუსულ კანონზე ამბობს, რომ "ძალიან რბილია" ლავროვი ოცნების რუსულ კანონზე ამბობს, რომ "ძალიან რბილია"
-
გადახედვადეა მელაძე: არა რუსულ კანონს! გელით რუსთაველზე დეა მელაძე: არა რუსულ კანონს! გელით რუსთაველზე
-
გადახედვავახტანგ გომელაური: აქციის მონაწილეები სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდნენ პოლიციას, ამის შემდეგ მოხდა დაპირისპირება ვახტანგ გომელაური: აქციის მონაწილეები სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდნენ პოლიციას, ამის შემდეგ მოხდა დაპირისპირება
-
გადახედვახაბეიშვილი: ელისაშვილის ცემა იყო მიზანმიმართული, საზოგადოებას უთხრეს — თუ პარლამენტარს ასე ვექცევით, თქვენ უარესად მოგექცევით ხაბეიშვილი: ელისაშვილის ცემა იყო მიზანმიმართული, საზოგადოებას უთხრეს — თუ პარლამენტარს ასე ვექცევით, თქვენ უარესად მოგექცევით
-
გადახედვარა ეწერა რუსთავი 2-ის საინფორმაციოს უფროსის Whatsapp სტატუსში, რომელიც დღეს გამოქვეყნდა და მალევე წაიშალა რა ეწერა რუსთავი 2-ის საინფორმაციოს უფროსის Whatsapp სტატუსში, რომელიც დღეს გამოქვეყნდა და მალევე წაიშალა
-
გადახედვაოცნების დეპუტატის, გია ცაგარეიშვილის შვილი: მედვედევს რაც მოსწონს, დუგინს რაც მოსწონს — ჩვენ ავტომატურად არ მოგვწონს, 2x2 ოცნების დეპუტატის, გია ცაგარეიშვილის შვილი: მედვედევს რაც მოსწონს, დუგინს რაც მოსწონს — ჩვენ ავტომატურად არ მოგვწონს, 2x2
-
გადახედვაახალგაზრდების ორგანიზებით, პარლამენტთან საპროტესტო აქცია დღეს 19 საათზე იგეგმება ახალგაზრდების ორგანიზებით, პარლამენტთან საპროტესტო აქცია დღეს 19 საათზე იგეგმება
-
-
გადახედვატაბიძეზე მომხდარი დაჭრის ფაქტზე ერთ პირს ბრალი წარუდგინეს ტაბიძეზე მომხდარი დაჭრის ფაქტზე ერთ პირს ბრალი წარუდგინეს
-
გადახედვარატომ გაუჩინარდნენ ევროპის მონადირე-შემგროვებლები რატომ გაუჩინარდნენ ევროპის მონადირე-შემგროვებლები
-
გადახედვასაფრანგეთმა აზერბაიჯანიდან კონსულტაციებისთვის ელჩი გაიწვია საფრანგეთმა აზერბაიჯანიდან კონსულტაციებისთვის ელჩი გაიწვია
-
გადახედვაოცნება ოფშორებთან დაკავშირებულ კანონს ივანიშვილს არგებს, იზრდება კრიმინალური და რუსული კაპიტალის შემოდინების რისკიც — TI ოცნება ოფშორებთან დაკავშირებულ კანონს ივანიშვილს არგებს, იზრდება კრიმინალური და რუსული კაპიტალის შემოდინების რისკიც — TI
-
გადახედვაპარლამენტში გომელაურის მოსმენისას ხმაური იყო — პაპუაშვილმა სალომე სამადაშვილს დარბაზი დაატოვებინა პარლამენტში გომელაურის მოსმენისას ხმაური იყო — პაპუაშვილმა სალომე სამადაშვილს დარბაზი დაატოვებინა
-
გადახედვამოუსმინეთ: ტეილორ სვიფტმა ახალი "ორმაგი" ალბომი გამოუშვა 31 სიმღერით მოუსმინეთ: ტეილორ სვიფტმა ახალი "ორმაგი" ალბომი გამოუშვა 31 სიმღერით
-
გადახედვაევროკავშირს კი არა, ყველანაირ დასავლეთს დაგვავიწყებენ, არც ვიზალიბერალიზაცია შეგვრჩება — რას ამბობს ოპოზიცია ოფშორების კანონზე ევროკავშირს კი არა, ყველანაირ დასავლეთს დაგვავიწყებენ, არც ვიზალიბერალიზაცია შეგვრჩება — რას ამბობს ოპოზიცია ოფშორების კანონზე
-
გადახედვაპარლამენტმა ე.წ. ოფშორების შესახებ კანონი დაამტკიცა პარლამენტმა ე.წ. ოფშორების შესახებ კანონი დაამტკიცა
კომენტარები