ჯეკი ამერიკაში ცხოვრობს და უკვე დიდი ხანია, რაც მოგზაურობით, თევზაობითა და ყვინთვით არის გატაცებული. მისი ყველაზე საყვარელი საქმიანობა კი მდინარეებში ყვინთვა და დაკარგული ნივთების ძებნაა.

გაგიკვირდებათ და ჯეკის ეს ერთი შეხედვით უცნაური ჰობი, საკმაოდ მომგებიანი იქნებოდა ნაპოვნი ნივთების უმრავლესობას პატრონს რომ არ უბრუნებდეს, რადგან მდინარეში ჩასული, ხმელეთზე ყოველთვის კარგი ნადავლით ბრუნდება.

ფსკერზე აღმოჩენილი ნივთების ჩამონათვალი ძალიან საინტერესოდ გამოიყურება და მათ შორის არის ძვირადღირებული სმარტფონები, სათვალეები, ფული და იარაღიც კი.

ჯეკმა მდინარეში ნაპოვნი აიფონ 6, პატრონს დაუბრუნა

ერთ-ერთი ვიდეოს გადაღებისას, ჯეკმა მდინარეში აიფონ 6 იპოვა, რომელიც წყალგაუმტარ დამცავში იყო მოთავსებული. საბედნიეროდ ტელეფონი ძველებურად ამუშავდა, რამაც მისი პატრონი ძალიან გაახარა.

მდინარეში ნაპოვნი იარაღი

ამ ვიდეოს დადებიდან მალევე, ჯეკმა საკუთარ იუთუბის გვერდზე მეორე ვიდეოც დადო, რომელშიც განმარტავს თუ რა ბედი ეწია ნაპოვნ იარაღს, რომელიც სავარაუდოდ იმიტომ გადააგდეს, რომ დანაშაულის კვალი დაეფარათ. მოკლედ რომ ვთქვათ პოლიცია საქმის კურსშია.

ფსკერზე დამალული ფული და ძვირფასეულობა

როგორც ვიდეოში ხედავთ, გარდა ძვირადღირებული სმარტფონისა, მდინარის ფსკერზე სხვა საინტერესო ნივთებიც შეიძლება აღმოაჩინო. მაგალითად, სათვალე, ფული და ძვირფასეულობა. როგორც ჩანს, ბლოგერმა კარგად იცის, რომ ვინც ეძებს ის ყოველთვის პოულობს.