რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის გუბერნატორი პაპუნა მარგველიძე თანამდებობიდან გადადგა. ამის შესახებ On.ge-ს რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციის პრესსამსახურმა განუცხადა.

მისივე თქმით, მისი ინფორმაციით, მარგველიძე მუშაობას ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურში გააგრძელებს.

მარგველიძე ამ თანამდებობაზე 2013 წლის დეკემბრიდან მუშაობდა.