საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობა აცხადებს, რომ რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის ვიზიტი საქართველოს სეპარატისტულ რეგიონში, აფხაზეთში არღვევს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის პრინციპს. განცხადებაში ასევე ნათქვამია, რომ პუტინის ვიზიტი საფრთხეს უქმნის კონფლიქტის მშვიდობიანად გადაჭრაზე მიმართულ საერთაშორისო ძალისხმევას.

ევროკავშირის წარმომადგენლობა კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ევროკავშირი მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში.

რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი რუსეთ-საქართველოს ომის მე-9 წლისთავზე აფხაზეთში ჩავიდა. პუტინი ოკუპირებული რეგიონის დე-ფაქტო პრეზიდენტს, რაულ ხაჯიმბას შეხვდა.