თბილისში, მთაწმინდის მთის ფერდობზე, ხანძარია. თვითმხილველების ინფორმაციით, ადგილისkენ უკვე მიემართებიან სახანძრო მანქანები.

როგორც თვითმხილველების ფოტოებსა და ვიდეოზე ჩანს, ცეცხლი უახლოვდება მთაწმინდის პარკს.

ფოტო: ხატია ყურაშვილი

ფოტო: ხატია ყურაშვილი

საგანგებო სიტუაციების სამსახურის ინფორმაციით, ცეცხლი უკიდია ტყის მასივს მიუვალ ადგილზე, თუმცა მეხანძრეები მობილიზებულნი არიან და ყველა შესაძლო საშუალებით ცდილობენ ცეცხლის ჩაქრობას.

რაც შეეხება ვერტმფრენის გამოყენებას, საგანგებო სიტუაციების სამსახურში აცხადებენ, რომ მათ ვერტმფრენი საკუთრებაში არ აქვთ და საჭიროების შემთხვევაში იყენებენ სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენებს.

ბელინსკის ქუჩაზე მცხოვრებმა ერთმა მოქალაქემ On.ge-ის უთხრა, რომ ხანძარი სახლებთან ახლოსაა, თუმცა მეხანძრეები ასვლას ვერ ახერხებენ და თავად მოსახლეობა და საპატრულო პოლიცია ცდილობს ცეცხლის ჩაქრობას.