ჯიმ კერი თავისი მრავალწლიანი კარიერის განმავლობაში ყოველთვის ახერხებდა ჩვენ გაოცებას, საკუთარი პერსონაჟებითა თუ პირად ცხოვრებაში მომხდარი დრამებით.

55 წლის მსახიობი არც ახლა წყვეტს ჩვენს გაოცებას და ახალი ნიჭის შესახებ გვიზიარებს დოკუმენტურ ფილმს - ჯიმ კერი, კარგ მსახიობთან ერთად, ნიჭიერი მხატვარიც ყოფილა.

ფილმში, რომელსაც საინტერესო სახელი აქვს I Needed Color (მე მჭირდებოდა ფერები), კერი საკუთარ შემოქმედებას გვიზიარებს, სამუშაო სივრცე კი ნიუ-იორკში, საკუთარ სტუდიაში აქვს.

"სხვა ვერავინ გეტყვის რა შეგიძლია და რა არ შეგიძლია, ეს ყველაზე უკეთ შენ იცი. მე მომწონს რასაც ვაკეთებ, ამ დროს სრულ დამოუკიდებლობას ვგრძნობ, სრულ თავისუფლებას", ამბობს კერი ფილმში.

მაყურებლების აზრით, მსახიობის გატაცება ხატვითა და ძერწვით მას შემდეგ უფრო გააქტიურდა, რაც მისმა ყოფილმა შეყვარებულმა, კატრიონა უაითმა, თავი მოიკლა, ჯიმ კერი კი გაუთვებელ სკანდალებში გაეხვა, სწორედ ამას უკავშირებენ ფილმის სათაურსაც.

მსახიობი ყვება იმასაც, რომ სინამდვილეში ის დროის უმეტეს ნაწილს ჩაკეტილ ოთახში ატარებს.

"ბევრს ჰგონია, რომ ჩემს პერსონაჟებს ვგავარ, სინამდვილეში კი დროის უმეტეს ნაწილს ჩაკეტილ ოთახში ვატარებ და პორტრეტებს ვხატავ. ჩემი ოთახში ჩემთვის სამოთხეა", ამბობს კერი.