ალბათ გახსოვთ, ლონდონის ტრაგედია და ადელის ემოციური კადრები. ბრიტანელი სუპერვარსკვლავი 24 სართულიანი შენობის ხანძრის ადგილას, დაზარალებულების დასახმარებლად და გასამხნევებლად, ერთ-ერთი პირველი გამოცხადდა.

როგორც მოსალოდნელი იყო, ადელს დაზარალებულები არ დავიწყებია. მან გრინფილ თაუერის მსხვერპლი ბავშვებისთვის საზიზღარი მეს მესამე ნაწილის სპეციალური ჩვენება გამართა.

ერთ-ერთი დამსწრეს თქმით, ჩვენება ძალიან უბრალო და კომფორტულ გარემოში წარიმართა, მისი დასრულების შემდეგ კი ადელმა ბავშვებთან ისაუბრა და მათთან ფოტოები გადაიღო.

A post shared by CashOnlyTM (@ganglandempire) on

გრინფილ თაუერის ხანძარს, ბოლო ცნობებით, 80 ადამიანი ემსხვერპლა.