სიცილიელმა მეხანძრეებმა ფულის შოვნის მარტივი გზა იპოვეს - ისინი ხანძარს აჩენდნენ, შემდეგ სახანძროს ურეკავდნენ, ან ნათესავებისგან და მეგობრებისგან აგზავნიდნენ შეტყობინებას ხანძრის შესახებ.

ხანძრის ჩაქრობისთვის ისინი გასამრჯელოს იღებდნენ, საათში დაახლოებით 10 ევროს.

მეხანძრეების ნაწილი მას შემდეგ დაეჭვდა, რაც აღნიშნული ადგილიდან შემოსული ზარების სიხშირე სხვა შემთხვევებთან შედარებით ძალიან მაღალი იყო.

იტალიის პოლიციამ სულ 15 მოხალისე მეხანძრე დააპატიმრა, მათ ბრალი უკვე აღიარეს.