რა უნდა გაგვკვირვებოდა მას შემდეგ, რაც ოსკარზე საუკეთესო ფილმის ნომინაციის გამოცხადების დროს გამარჯვებულის ვინაობა შეეშალათ და წლის ფილმად La La Land დაასახელეს, სინამდვილეში კი ამ ნომინაციაში Moonlight-მა გაიმარჯვა.

ცოტა ხნის წინ, ამერიკის სატელევიზიო აკადემიამ განცხადება გაავრცელა, რომელშიც წერია, რომ სერიალი This Is Us საუკეთესო კოსტიუმების დიზაინის კატეგორიიდან მოიხსნა.

ამის მიზეზად კი დაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამობა გახდა. როგორც განცხადებაში წერია, სერიალში This Is Us არც ერთი სერია არ ყოფილა გამორჩეული კოსტიუმების დიზაინით და იქ ძირითადად თანამედროვე დროისთვის შესაბამისი ტანისამოსი აცვიათ.

This Is Us-ის ნაცვლად ამ ნომინაციაზე აკადემიამ House of Cards წარადგინა, რომლის კონკურენტებიც ისეთი სერიალები იქნება, როგორებიცაა:

  • Big Little Lies სერიისთვის You Get What You Need (HBO)
  • Empire სერიისთვის Light In Darkness (Fox)
  • Grace and Frankie სერიისთვის The Art Show (Netflix)
  • House of Cards სერიისთვის Chapter 61 (Netflix)
  • Transparent სერიისთვის To Sardines and Back

რაც შეეხება სხვა ნომინაციებს, წლევანდელი წელი გამოირჩევა იმით, რომ არც ერთი ნომინაცია არ მიუღია სერიალს Game of Thrones, ერთი მარტივი მიზეზის გამო - მეშვიდე სეზონის პრემიერა 16 ივლისს შედგა, მას შემდეგ რაც ნომინაციები უკვე გამოცხადებული იყო.

აღსანიშნავია, რომ HBO ნომინაციების რაოდენობაში წელსაც ლიდერობს, არხმა საერთო ჯამში 41 ნომინაცია მიიღო, მას მოსდევს ნეტფლიქსი 27 ნომინაციით, შემდეგ - FX 26 ნომინაციით და მეოთხე ადგილზეა NBC, რომელმაც წელს 14 ნომინაცია მიიღო.

ასევე ნახეთ: