ორმა ჩინელმა ტურისტმა, ალბათ, არ იცოდა, რომ ნაციზმის ეპოქა დასრულდა და ის გერმანიისთვის ისევე მიუღებელია, როგორც დანარჩენი მსოფლიოსთვის.

მათ ბერლინის ქუჩები მოიარეს, ბუნდესტაგის შენობის წინ, ნაცისტური მისალმებით სელფები გადაიღეს და ცოტა ხანში თავი ციხეში ამოყვეს.

პოლიციის თქმით, 36 და 49 წლის კაცები ბუნდესტაგის შენობის წინ "ჰაილ ჰიტლერს" იძახდნენ და ფოტოებს იღებდნენ.

ტურისტები თავიანთ ქვეყანაშიც კრიტიკის ქარცეცხლში მოყვნენ. ინტერნეტში უამრავი ადამიანი წერდა, რომ მათი საქციელის გამო რცხვენოდათ:

"ნუთუ მათ არ იციან ისტორია? ჩინეთს მათ გამო რცხვენია", "აღარ დაბრუნდეთ", "არ წახვიდეთ საზღვარგარეთ იმისთვის, რომ სხვების კულტურასა და ისტორიას შეურაცხყოფა მიაყენოთ".

გერმანიაში ნაცისტური სურათები და სიმბოლოები აკრძალულია და მათი გამოყენება მხოლოდ საგანმანათლებლო და ისტორიული მიზნებით შეიძლება.