ზაზა ფაჩულია თბილისში დაბრუნდა და გულშემატკივრებისთვის NBA-ის თასი ჩამოიტანა.

ფაჩულია NBA-ის პირველი ქართველი ჩემპიონია. მისმა გუნდმა, Golden State Warriors დაამარცხა Cleveland Cavaliers და ჩემპიონის ტიტული მოიპოვა. ფაჩულიას აეროპორტში გულშემატკივრები და ოჯახის წევრები დახვდნენ.