თეთრი ხმაურის მოძრაობა GEM Fest-ზე რადენიმე ადამიანის ინტოქსიკაციის შემთხვევაზე გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურება. იმის მიუხედავად, რომ ჯერ არ დადგენილა არის თუ არა ინოქსიკაციის მიზეზი ნივთიერება GHB, მოძრაობა ამ ნივთიერების მოხმარებასთან დაკავშირებულ რისკებზე ინფორმაციას და რეკომენდაციებს ავრცლებს.

"GHB, იგივე [G, Georgia Home Boy, Juice] თხევადი ექსტაზი ტოქსიური პრეპარატია ზედოზირების მაღალი რისკებით. დასახლების მიუხედავად, კავშირი არ აქვს ექსტაზთან ან MDMA-სთან. ის ცნს-ის დამთრგუნველი მოქმედებით გამოირჩევა და დოზის მცირე ცვლილებაც კი მძიმე ზედოზირების რისკს ქმნის, რის დროსაც ითრგუნება სასუნთქი სისტემა, შესაძლოა ადამიანი ჩავარდეს კომაში და/ან გარდაიცვალოს", - აღნიშნავენ თეთრი ხმაური მოძრაობაში და ამ ნივთიერიების ზედოზირებით მოხმარების ამოსაცნობ ნიშნებად გულყრას, კოორდინაციის დაკარგვას, კრუნჩხვებს, სხეულის ტემპერატურის დაცემას, შენელებულ სუნთქვასა და გულის ცემას, ცნობიერების დაკარგვასა და კომას ასახელებენ.

თეთრი ხმაურის მოძრაობის რეკომენდაციები:

  • არ მისცეთ GHB მიღებულ ადამიანს ჩაძინების შესაძლებლობა (რომც მოგეჩვენოთ რომ ის ცუდად არ არის);
  • თუ პირს დაეწყო პირღებინება და ამავდროულად, ის უგონოდ არის ან ვერ მართავს საკუთარ სხეულს, გადააბრუნეთ ის მუცლით ქვემოთ რომ ღებინებამ არ გამოიწვიოს ადამიანის დახრჩობა;
  • არ მიიღოთ სხვა ნარკოტიკულ საშუალებებთან ერთად. მისი არევა ალკოჰოლთან, სტიმულანტებთან (MDMA, ექსტაზი, ამფეტამინი) ოპიატების ჯგუფის ნარკოტიკულ საშუალებებთან ზრდის ზედოზირების რისკს;
  • არ დარჩეთ მარტო GHB-ის მოქმედების დროს;
  • არ მიიღოთ GHB თუ გაწუხებთ გული, თირკმელი ან გაქვთ ეპილეფსიური შეტევები;
  • კრუნჩხვების შემთხვევაში შეგიძლიათ მიმართოთ ბენზოდიაზეპინების ჯგუფის პრეპარატებს, მაგალითად დიაზეპამი (ვალიუმი), რომლებიც ასევე ცენტრალური ნერვული სისტემის დამთრგუნველები არიან, მაგრამ GHB-ის აგონისტებიც არიან და ამ უკანასკნელის მოქმედების გაუვნებელყოფა შეუძლიათ;
  • ყველაზე მძიმე პერიოდი მიღებიდან 20-120 წუთის განმავლობაშია.