GEM Fest-ის ორგანიზატორები განცხადებას ავრცელებენ, სადაც ნათქვამია, რომ შესაბამის ორგანოებთან ერთად ცდილობენ ფესტივალის ტერიტორიაზე მაქსიმალურად იყოს დაცული ადამიანის ჯანმრთელობა და უსაფრთხოება.

მათი თქმით, GEM Fest ის სივრცეში თითოეული ვიზიტორის პასის სკანირება ხდება, რომელიც პერსონალურ ინფორმაციას შეიცავს და მოწმდება ყველა სტუმარი.

ორგანიზტორების განცხადებით, შესაბამისი უწყებები უზრუნველყოფენ, რომ ტერიტორიაზე არ შევიდეს ნარკოტიკული ნივთიერება, განსაკუთრებით კი შხამი, სახელწოდებით ბიო:

"არსებობის დღიდან ჩვენს ოფიციალურ ვებ გვერდსა და სხვა საკომუნიკაციო არხებზე აქტიურად ვეწევით კამპანიას ნარკოტიკული ნივთიერებების, განსაკუთრებით კი ბიოს მავნებლობის შესახებ. უფრთხილდით ბიოს, ის კლავს".

დღეს, 4 აგვისტოს ანაკლიაში, მუსიკალურ ფესტივალ GEM Fest-დან ზუგდიდის რეფერალურ საავადმყოფოში გადაყვანის შემდეგ, ქალი გარდაიცვალა.