NASA-ს New Horizons-ის გუნდმა პლუტონზე თოვლიანი მთები აღმოაჩინეს. მეთანით დაფარული მწვერვალები ჯუჯა პლანეტის ქთულჰუს რეგიონში მდებარეობს.

მთათა სისტემა, რომელიც ფოტოზეა გამოსახული ქთულჰუს რეგიონის სამხრეთ ნაწილში მდებარეობს და 420 კილომეტრის სიგრძისაა. მეცნიერები ფიქრობენ, რომ ღია ფერის ნალექი პლუტონის ატმოსფეროში წარმოქმნილი მეთანია.