შინაგან საქმეთა სამინისტროში On.ge-ს განუცხადეს, რომ ანაკლიაში, მუსიკალურ ფესტივალ GEM Fest-დან ზუგდიდის რეფერალურ საავადმყოფოში გადაყვანის შემდეგ, ქალი გარდაიცვალა.

უწყების ცნობით, დანიშნულია ექსპერტიზა, რომელიც სიკვდილის მიზეზს დაადგენს. მომხდარზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

ანაკლიაში ქალის სიკვდილის შესახებ ინფორმაცია თავდაპირველად საზოგადოებრივმა მაუწყებელმა გაავრცელა.