თეთრი ხმაურის მოძრაობის აქტივისტს, ბაქარ ყორშიას, რომელიც ნარკოტიკის შეძენა-შენახვის ბრალდებით, GEM Fest-ის მიმდებარე ტერიტორიაზე დააკავეს, ბრალი წაუყენეს. ამის შესახებ On.ge-ს შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში განუცხადეს.

უწყების ინფორმაციით, დაკავებულ ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის მეექვსე პუნქტით წაუყენეს. ამ მუხლით, დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შეძენა, შენახვა, გადაზიდვა, გადაგზავნა ან გასაღება ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით რვიდან ოც წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთით.