წითელ ქორწილში ტრაგიკულად შეწყვეტილი სიცოცხლის შემდეგ, მსახიობი რიჩარდ მადენი ნეტფლიქსის ახალ კომედიურ სერიალში Ibiza, მთავარ როლს შეასრულებს.

მადენის გარდა სერიალში ჯილიან ჯეიკობი, ფიბი რობინსონი და ვანესა ბაიერი ითამაშებენ.

სიუჟეტი ბიზნესვუმენის შესახებ მოგვითხრობს, რომელიც ესპანეთში ღამის კლუბების გასახსნელად ჩადის და ცნობილი ესპანელი DJ შეუყვარდება, სწორედ ამ დროს მიხვდება, რომ სინამდვილეში ის საქმე, რასაც აქამდე აკეთებდა სძულს.

სერიალის სცენარი ლაურა კეინს ეკუთვნის.