იშვიათი გამონაკლისების გარდა, ჭამა ყველას ძალიან გვიყვარს.

მსოფლიოს სხვადასხვა ჭამის პროცესს კუთხეში სხვადასხვანაირად ეთაყვანებიან, რომელიც თითქმის რიტუალურ დონემდეა აყვანილი, მათ შრის საქართველოშიც ე.წ. ქართული სუფრის სახით.

ჭამის ქება-დიდებაში ძალიან შორს რომ არ წავიდეთ, უფრო რაციონალურ საკითხზე გავამახვილოთ ყურადღება და გავიგოთ, როგორ უნდა მივიღოთ ჭამისაგან რაც შეიძლება მეტი სიამოვნება და დავემშვიდობოთ მოუხელთებელ ბურგერებს, გამომშრალ და უვარგის დესერტს გემრიელი სადილის შემდეგ, ან საგულდაგულოდ ნაყიდი ავოკადოს, რომელიც უვარგისი აღმოჩნდა.

1. ბურგერი

ფოტო: Aunty Acid Buzz

ბურგერის გემრიელია, მაგრამ მისი ჭამა საკმაოდ არაკომფორტული და დამღლელია. ეგ არაფერი, იმისათვის რომ მასში მოთავსებული სხვადასხვა ინგრედიენტები ძირს არ დაგეყაროთ ან სოუსები არ ჩამოგეწუწოთ და ფინალამდე უსაფრთხოდ გახვიდეთ, უბრალოდ ამოატრიალეთ ბურგერი და ისე მიირთვით.

2. ლაფშა

ფოტო: Reader's Digest

თუ ჩინური სამზარეულო გიყვართ, სავარაუდოდ, უგემრიელეს ლაფშასაც ხშირად მიირთმევთ. კონტეინერი კი, რომელშიც საკვებია მოთავსებული, გაშლის შემთხვევაში თეფშის მაგივრობას გაგიწევთ, რაც დაზოგავს თქვენს დროს და ენერგიას.

3. ნამცხვარი

ფოტო: J_Rod03

ნაყიდი ნამცხვრების შენახვა არავის ეხალისება, რადგან ხმება და კარგავს პირვანდელ სირბილესა და გემოს. მაგრამ თუ საუზმეზე რამდენიმე ნამცხვარი მაინც შემოგრჩათ, შეინახეთ ისინი პურის ნაჭრებთან ერთად. დამიჯერეთ, შედეგით ნასიამოვნები დარჩებით.

4. პიცა

ფოტო: evanphx

გასული დღიდან შემორჩენილი პიცისთვის ახალი სიცოცხლის მიცემა, ქურაზე შემოდგმული ტაფით უკეთ გამოგივათ, ვიდრე მიკროტალღური ღუმელით.

5. ავოკადო

ფოტო: Plive

ავოკადოს შეძენამდე ნაყოფს ყუნწი მოაცილეთ, ღია ფერის შემთხვევაში მისი შეძენა რეკომენდებულია, ხოლო თუ გამომხმარია - ნუ იყიდით.

6. ნაყინი

დარწმუნებული ვარ ხშირად გიწვალიათ საყინულიდან ახლად გამოღებული ნაყინის ყუთიდან ჭიქაში გადმოღების დროს. იმისათვის რომ ეს დისკომფორტი აღარ შეგექმნათ და ხელი შეინარჩუნოთ, შეგიძლიათ თქვენი ნაყინი პაკეტში შეინახოთ.

7. გაზიანი სასმელი

ფოტო: valeriejoeelng

გაზიანი სასმელის უფრო კომფორტულად დასალევად, გამოიყენეთ ქილის გასახსნელი ყუნწი, რომელშიც საწრუპი იდეალურად თავსდება და მას ერთ ადგილზე აფიქსირებს.

8. წვენი

ფოტო: elee0228 / Via reddit

წვენის სწორად დასასხმელად უბრალოდ ამოატრიალეთ შეფუთვა და ჩამოასხით.

9. ბრინჯი

ფოტო: mywildkitchen

ბრინჯის შესათბობად თუ მიკროტალღურ ღუმელს იყენებთ და არ გინდათ რომ გამოშრეს, დააფარეთ თასს სველი ხელსახოცი.

10. ფორთოხალი, გრეიპფრუტი

ფოტო: YariMAquino

ამ ციტრუსებისთვის კანის გაცლა რომ უფრო გაიმარტივოთ, მოათავსეთ საყინულეში 15 წუთით და შემდეგ გემრიელად მიირთვით!