ივანიშვილი

ირაკლი კობახიძე

21 Aug. 2024, 22:37

პრემიერი განმარტავს, რატომ მიმართა ბიძინა ივანიშვილმა ამომრჩეველს ტყვიაგაუმტარი ტრიბუნიდან:

"თქვენ იცით, რომ არის უსაფრთხოების მომატებული რისკები. იცით, რომ მათ შორის, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში, არის მიმდინარე გამოძიება ამ საკითხთან დაკავშირებით. ასევე იცით, რა ხდება მსოფლიოში და იცით ასევე ის, რომ ბიძინა ივანიშვილი არის ამ ქვეყანაში მშვიდობის მთავარი გარანტი, შესაბამისად, მთავარი რისკ-ფაქტორებიც ამას უკავშირდება. აქედან გამომდინარე, უსაფრთხოების გაძლიერებული ზომები, რომელიც დღეს იქნა მიღებული და რომელსაც მივიღებთ შემდეგ შეხვედრებზე, არის აბსოლუტურად ლოგიკური. ამ ქვეყანაში სწორედ ბიძინა ივანიშვილია მშვიდობის ნომერ პირველი გარანტი და რისკებიც, აქედან გამომდინარე, პირველ რიგში არის სწორედ მასთან დაკავშირებული. შესაბამისად, აბსოლუტურად ლოგიკურია უსაფრთხოების ზომების ის ფორმა, რომელიც დღეს იქნა მიღებული. თქვენ იცით, რა ხდება მსოფლიოში — ეს ერთი და იცით, ასევე, რომ დღევანდელი ოპოზიცია, კოლექტიური ნაცმოძრაობა ყველაფერზეა წამსვლელი. წელიწადში 140 ადამიანს კლავდნენ ციხეებში, მათთვის ადამიანის სიცოცხლე არაფერს ნიშნავს, ჩალის ფასი აქვს მათთვის ადამიანის სიცოცხლეს, აქედან გამომდინარე, რა თქმა უნდა, რისკები არსებობს და შესაბამისად, უნდა იყოს მიღებული უსაფრთხოების ზომები". 


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. ირაკლი კობახიძე: ლევან ხაბეიშვილი, რომლის მეტსახელი არის ანიტა...
  2. ლევან ხაბეიშვილი: "კობახიძეც ადასტურებს, რომ ლილუაშვილი, ღარიბაშვილი, გომელაური — ყველა ჩემთან თანამშრომლობს"
  3. OC-MEDIA: ოცნების ხელისუფლების განათლების მინისტრ გივი მიქანაძეს ნიდერლანდებში დოქტორის ხარისხი არ მიუღია
  4. "თორნიკე რიჟვაძისთვის კორუფცია, მით უმეტეს, ნარკომოვაჭრეების მფარველობა, არავის დაუბრალებია" — მდინარაძე რიჟვაძეზე
  5. დიმიტრი ცქიტიშვილი: "ლიბერთის" სანქცირების შემთხვევაში, 8-დან 12-თვემდე შეჩერდება პენსიებისა და სოციალური დახმარებების გაცემა"

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

ზელენსკი აცხადებს, რომ გუშინ უკრაინას 300-ზე მეტი დრონითა და ათეულობით რაკეტით რუსეთმა შეუტია

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ X-ის პირად ანგარიშზე გამოაქვეყნა ინფორმაცია რუსეთის მიერ უკრაინის ქალაქებზე…