გარემოს ეროვნული სააგენტოს ამინდის პროგნოზის თანახმად, მიმდინარე კვირის ბოლომდე თბილისში ჰაერის ტემპერატურა 38 გრადუსამდე მოიმატებს, ხოლო 7-დან 10 აგვისტომდე, დედაქალაქში ტემპერატურა 39 გრადუსს მიაღწევს.

ჰაერის ტემპერატურის მომატებაა მოსალოდნელი საქართველოს ზღვისპირეთში. ბათუმში ხვალ, 3 აგვისტოს, 31 გრადუსია მოსალოდნელი, მომდევნო ოთხი დღის განმავლობაში კი ჰაერის ტემპერატურა 35 გრადუსამდე გაიზრდება. ხოლო, ანაკლიაში 3-4 აგვისტოს, მოსალოდნელია 33-31 გრადუსი.

მზიანი ამინდია მოსალოდნელი ბორჯომსა და ბაკურიანში. ბაკურიანში 3-დან 6 აგვისტომდე ჰაერის ტემპერატურა 31 გრადუსამდე გაიზრდება, ხოლო ბორჯომში, ამავე პერიოდში მოსალოდნელი ტემპერატურაა 36-დან 37 გრადუსამდე.