RFERL-ის ბრიუსელის ბიუროს კორესპონდენტი რიკარდ იოზვიაკი წერს, რომ ევროკავშირის შინაგან საქმეთა მინისტრებმა დღევანდელ შეხვედრაზე ვერ მიიღეს სავიზო ლიბერალიზაციის შესახებ გადაწყვეტილება.

ევროკავშირის საბჭოს შეხვედრაზე შინაგან საქმეთა მინისტრები დღეს, 10 ივნისს შეიკრიბნენ. ელჩების შეხვედრის შემდეგ, სწორედ მათ უნდა განეხილათ საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაციის მინიჭების საკითხი.

სავიზო ლიბერალიზაციის საკითხს 20 ივნისს, საგარეო საქმეთა მინისტრები განიხილავენ.

RFERL: სამი დიდი ქვეყანა საქართველოს ვიზალიბერალიზაციის წინააღმდეგია