ბრედ პიტთან დაშორების შემდეგ ანჯელინა ჯოლიმ Vanity Fair-ს პირველი გულწრფელი ინტერვიუ მისცა, სადაც მსახიობმა პირადზე, მის კარიერასა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრა.

გულწრფელი ინტერვიუს გარდა, ჟურნალისთვის ჯოლიმ ფოტოსესიაშიც მიიღო მონაწილეობა, რომელსაც ფოტოგრაფები მერტ ელესი და მარკუს პიგოტი იღებდნენ.

ფოტო: Mert Alas and Marcus Piggott.

ერთ-ერთ ფოტოში კი, როგორც ჟურნალი წერს, მსახიობმა ქართველი დიზაინერის ჯაბა დიასამიძის ქუდი მოირგო.

როგორც გამოცემა წერს, ჯოლის ელეგანტურ ფოტოსესიაში, ნაკლებად ცნობილი ქართველი დიზაინერის ქუდთან ერთად, Tiffany & Co.-ს ყელსაბამი ეკეთა.

ანჯელინა ჯოლის ინტერვიუს წაკითხვა შეგიძლიათ აქ - ანჯელინა ჯოლის პირველი, გულწრფელი ინტერვიუ ბრედ პიტთან დაშორების შემდეგ