НТВ-ს ჟურნალისტი პირდაპირ ეთერში რუსეთის საჰაერო დესანტის შესახებ აღტყინებით საუბრობდა და ამბობდა, რომ არავინ ასე არ აღნიშნავს თავის დღესასწაულს, როგორც ეს დანაყოფი.

ამ დროს კადრში მთვრალი კაცი შემოვარდა და უკრაინის დაპყრობით დაიმუქრა, რაზეც ჟურნალისტმა მას შენიშვნა მისცა. მთვრალმა კაცმა მას სახეში დაარტყა და დაემუქრა, რომ თუ მასთან ასე საუბარს განაგრძობდა, კიდევ მეტს მიიღებდა.

ჩართვა ამ მომენტში შეწყდა.

განახლება: სააგენტო TASS იტყობინება, რომ სამართალდამცავებმა თავდამსხმელი მალევე დააკავეს და მას სამხედროებთან არანაირი კავშირი არ აქვს.