რამდენიმე წუთის წინ ცნობილი გახდა, რომ ამერიკელი მსახიობი, რეჟისორი, მწერალი და სცენარისტი, პულიცერის პრემიის ლაურეატი სემ შეპარდი 73 წლის ასაკში გარდაიცვალა.

სემი კენტუკში, საკუთარ სახლში 27 ივლისს გარდაიცვალა.

"ოჯახს არ უნდოდა ეს ამბავი მალე გახმაურებულიყო, რადგან მათ სემთან მარტო დარჩენა სურდათ", ნათქვამია მსახიობის ასისტენტის განცხადებაში.

როგორც ოჯახის წევრებმა მედიასთან საუბრისას განაცხადეს, შეპარდის გარდაცვალების მიზეზი ამიტროპული გვერდითი სკლეროზის გართულება ან ლუ გეჰრიგის დაავადებაა.

სემი 1984 წელს ოსკარზეც იყო ნომინირებული ფილმისთვის The Right Stuff, ფილმმა საბოლოო ჯამში ოთხი ოსკარი მიიღო.

1982 წლიდან 2009 წლის ჩათვლით სემ შეპარდი ჯესიკა ლენგთან ერთად ცხოვრობდა, თუმცა ისინი დაქორწინებულები არ ყოფილან.

დღეს კინემატოგრაფს ძალიან ცუდი დღე გაუთენდა სემ შეპარდის გარდა დღეს, რამდენიმე საათის წინ პარიზში, საკუთარ სახლში ლეგენდარული ფრანგი მსახიობი ჟანა მორო გარდაიცვალა.