დედა - ასე ჰქვია დარენ არანოვსკის ახალ ფილმს, სადაც მთავარ როლებს ჯენიფერ ლოურენსი, მიშელ ფაიფერი, ედ ჰარისი და ხავიერ ბარდემი შეასრულებენ.

ფილმის სიუჟეტი ერთი ოჯახის გარშემო ვითარდება, რომლის სიმყუდროვესაც დაუპატიჟებელი სტუმრები არღვევენ და მათ მშვიდ ცხოვრებას წერტილს უსვამენ.

არანოვსკი კინოსურათს კანადაში, კვებეკში გადაიღებს. პრემიერა 15 სექტემბერს იგეგმება.