როგორც იქნა გვეღირსა და უკვე ვიცით როდის შეძლებს ქართველი მაყურებელი 2017 წლის ერთ-ერთი ყველაზე გახმაურებული და წარმატებული ქართული ფილმის ჩემი ბედნიერი ოჯახის ნახვას საქართველოს კინოთეატრებში.

წლევანდელი ფესტივალების ფავორიტი ფილმის პრემიერა საქართველოში 28 სექტემბერს შედგება.

შეგახსენებთ, რომ რამდენიმე კვირის წინ ნანა ექვთიმიშვილისა და სიმონ გროსის ფილმი კინოკრიტიკოსთა საერთაშორისო გაერთიანებამ FIPRESCI წლის ათ საუკეთესო ფილმის შორის დაასახელა.

აღსანიშნავია ისიც, რომ The New York Times-მა ნანა და სიმონი იმ ცხრა ახალ რეჟისორს შორის დაასახელა, რომელთა ფილმებსაც აუცილებლად უნდა უყუროთ.