არსებობენ ორი ტიპის ადამიანები.

ერთნი, რომელთა დესკტოპებიც ასე გამოიყურება:

და მეორენი, რომლებსაც ყველაფერი დალაგებული და ორგანიზებული აქვთ.

მაგალითად, ასე:

დესკტოპის დალაგების მოტივაცია, ცხადია, გასაგებია. ადამიანებს უნდათ, რომ ყველაფერი სუფთად და ორგანიზებულად იყოს, მაგრამ ათასობით ფაილის დაყრა, ერთმანეთში აზელვა და თვალებიდან სისხლის დენა, რას ემსახურება - გაურკვეველია.

ჩემი ერთ-ერთი მეგობარი, ამბობს, რომ დესკტოპს ჩვეულებრივ სანაგვედ იყენებს და უბრალოდ უყრია ის ფაილები, რომლებიც ერთხელ დასჭირდა გასახსნელად და მერე არც გახსენებია. მას შეუძლია ამის სჯეროდეს და ამ ახსნით კმაყოფილი იყოს, მაგრამ არ გაუვა!

დავარქვათ ყველაფერს თავისი სახელი! ეს იგივეა, რაც დალაგებული ან არეულ-დარეული სამუშაო მაგიდა და სულაც არ აქვს მნიშვნელობა, სამუშაო სივრცეში ვირტუალური გროვა გექნება თუ რეალური.