ეს ვიდეო შარშან, გერმანიაში, ვაკენის ფესტივალზეა გადაღებული. სწორედ ამ ფესტივალზე შედგა ლეგენდარული რონი ჯეიმს დიოს ჰოლოგრამის დებიუტი. მუსიკოსი 2010 წელს კუჭის კიბოთი გარდაიცვალა.

როგორც ჩანს, მის ჰოლოგრამულ პერფორმანსს ბევრი პოზიტიური გამოხმაურება ჰქონდა, ამიტომაც გადაწყდა, რომ კონცერტები მსოფლიოს სხვადსხვა ქალაქებში გაიმართება. სცენაზე, დიოს ჰოლოგრამასთან ერთად, გამოვლენ ის მუსიკოსები, რომლებთან ერთადაც ის მუშაობდა და უკრავდა.

ტური 30 ნოემბერს ჰელსინკიში აიღებს სტარტს, ხოლო ბოლო დანიშნულების ადგილი, ჯერ-ჯერობით, ტილბურგია, სადაც კონცერტი 21 დეკემბერს გაიმართება.