დოკუმენტური ფილმის, "აწყურისა და ივერიის ღვთისმშობლის ხატების მოგზაურობა", გადაღებასთან დაკავშირებული ხარჯების დაფინანსების მიზნით, საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს 49 629 ლარი გამოეყო.

აღნიშნულის შესახებ მთავრობის განკარგულება საკანონმდებლო მაცნეს ვებ-გვერდზე 2017 წლის 12 ივლისს გამოქვეყნდა. ამის შესახებ ინფორმაცია თავდაპირველად ონლაინ გამოცემა ლიბერალმა გაავრცელა.