ოსკაროსანი მსახიობი ლეონარდო დიკაპრიო National Geographic-თან ერთად ამერიკის ასტრონავტიკის ისტორიაზე სერიალის პროდიუსერი იქნება.

ახალ შოუს ტომ ვულფის წიგნის კოსმოსისათვის ბრძოლა მიხედვით გადაიღებენ.

დიკაპრიოსთან ერთად სერიალის შექმნაში მონაწილეობას ჯენიფერ დევისონი და უილ სტეიპლსი მიიღებენ.

აღსანიშნავია, რომ ამავე ნაწარმოების მიხედვით, 1983 წელს რეჟისორმა ფილიპ კაუფმანმა ფილმი გადაიღო, რომელმაც ოთხი ოსკარიც მოიპოვა.

ჯერ-ჯერობით უცნობია როდის შედგება სერიალის პრემიერა.