ფრაქცია ევროპული საქართველოს თავმჯდომარე და საქართველოს პარლამენტის დეპუტატი, ოთარ კახიძე აქციაზე იარაღის ტარების გამო 500 ლარით დააჯარიმეს და იარაღის ტარება ერთი თვის ვადით აუკრძალეს.

საქართველოს პარლამენტის დეპუტატი ევროპული საქართველოდან, ოთარ კახიძე, რუსული ფაშიზმის წინააღმდეგ აქციაზე იარაღით მისვლის გამო, ამბობს, რომ მას იარაღის ტარების უფლება აქვს და ფლობს გლოკ 19-ს.

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის იურისტი, გიორგი გოცირიძე ამბობს, რომ საქართველოს კანონმდებლობით აკრძალულია მანიფესტაციის დროს ცეცხლსასროლი იარაღის ტარება.

აქციის დროს ოთარ კახიძის მიერ იარაღის ტარების შემთხვევა პალიტრანიუსის ჟურნალისტებმა გადაიღეს.