ე.წ. ციანიდის საქმის ერთ-ერთი პროკურორის, ჯარჯი წიკლაურის განცხადებით, პატრიარქის დაცვის ყოფილმა უფროსმა, სოსო ოხანაშვილმა დაკითხვისას ვერ უარყო, რომ ის, გიორგი მამალაძე და ტარას შავშიშვილი ცდილობდნენ შორენა თეთრუაშვილის ჩამოცილებას:

"მეტიც, მას ადარებდნენ კიბოს მეტასტაზსს, რომელიც იყო მოსაშორებელი".

პროკურორის თქმით, სოსო ოხანაშვილი შეეცადა, ბრალდებულისთვის "გარემოებები შეენიღბა", რომ თითქოს მამალაძეს არ ჰქონდა ცუდი დამოკიდებულება შორენასთან: "მან ვერ უარყო, რომ სიძულვილით და მტრულად განწყობილი იყვნენ შორენას მიმართ".

ჯარჯი წიკლაურის თქმით, როდესაც მიზანს ვერ მიაღწია ბრალდებულმა, მან აირჩია რადიკალური მეთოდი და დაიწყო მზადება შორენა თეთრუაშვილის მკვლელობისთვის.

დღეს, 25 ივლისს, ე.წ. ციანიდის საქმეზე სკაიპით დაიკითხა პატრიარქის დაცვის ყოფილი უფროსი სოსო ოხანაშვილი, ვინაიდან ის გერმანიაში იმყოფება. ასევე, დაიკითხა პატრიარქის დაცვის ყოფილი თანამშრომელი ტარას შავშიშვილი.