ჩემი აკვარიუმი: როგორ გავამრავლოთ თევზი გუპი
ჩვენ უკვე ვისწავლეთ აკვარიუმის ყველაზე გავრცელებული თევზების მოვლის მარტივი წესები და ასევე ყველაფერი ვიცით იმ მითებზე, რაც აკვარიუმისა და მისი ბინადრების შესახებ არსებობს.
თუ თევზების მოვლა ისევ გიტაცებთ და მობეზრების ნაცვლად ამ არსებების მიმართ ინტერესი კიდევ უფრო მეტად გაგიღვივდათ, თქვენი ოცნების აკვარიუმამდე, ჯერ კიდევ ბევრი რამ გაქვთ სასწავლი, რადგან აკვარიუმი მხოლოდ ოთახის დეკორაცია არ არის. ის ერთი მთლიანი ცოცხალი ორგანიზმია, რომელიც სხვადასხვა ნაწილებისაგან შედგება. წყლის მცენარეები, ლოკოკინები, თევზები თუ სხვა და თითოეულ მათგანს ისეთივე მოვლა სჭირდება როგორც ნებისმიერ სხვა შინაურ ცხოველს.
გარდა წყალში ლამაზად მოლივლივე თევზების ყურებისა, დამწყებ აკვარიუმისტებს სხვა უფრო საინტერესო მიზნები და სურვილები შეიძლება ჰქონდეთ. მაგალითად, წყალმცენარეებისგან ხელოვნური ბაღის მოწყობა, თევზის იშვიათი სახეობების შეგროვება და რაც ყველაზე მთავარია მათი გამრავლება. მთელ ამ პროცესში კი მაქსიმალური მონაწილეობის მიღება თუ დაკვირვება, უდიდესი სიამოვნების წყარო შეიძლება გახდეს.
ახლა კი კონკრეტულად აკვარიუმის თევზების გამრავლებაზე ვისაუბროთ და გავიგოთ თუ როგორ მრავლდება თევზი გუპი. რატომ ეს სახეობა? რადგან ის მტკნარი წყლის ცოცხლადმშობი თევზია და სხვა თევზებისაგან განსხვავებით ბევრად უფრო მარტივი გასამრავლებელია.
მდედრი და მამრი გუპი
მდედრისა და მამრ ინდივიდის შორის ბევრი სხვაობა არის, მამრების შედარებით მომცრო ზომის ტანი, 1,5 - 4 სმ.-მდე მერყეობს და უფრო მკვეთრი და მრავალფეროვანი შეფერილობით გამოირჩევა. მდედრი გუპები კი ზომით გაცილებით დიდები 2,8 - 7 სმ. არიან და მათი კუდი ნაკლებად მომხიბვლელია. აქედან გამომდინარე, შეიძლება ითქვას, რომ მდედრი და მამრი გუპები ერთმანეთისგან ზომითა და შეფერილობით განსხვავდებიან, რაც დამწყები და შესაბამისად გამოუცდელი აკვარიუმისტებისთვისაც კი მარტივად შესამჩნევი იქნება.
როგორ გავამრავლოთ გუპი?
როგორც უკვე გითხარით, გუპები თევზების იმ კატეგორიას მიეკუთვნებიან, რომლებიც ქვირითის დაყრის მაგივრად, ლიფსიტებს ცოცხლად შობენ. ყველაზე სახალისო კი ის არის, რომ ახალდაბადებული პატარა გუპები მაშინვე იწყებენ ცურვასა და გემრიელი საკვების აქტიურ ძებნას.
სანამ აქამდე მიხვალთ და სახლში ნამდვილ სამშობიაროს მოიწყობთ, სადაც ათობით პატარა გამოსაკვები და მოსავლელი გეყოლებათ, უნდა გაითვალისწინოთ რამდენიმე მნიშვნელოვანი წესი:
აკვარიუმში ერთ მამრ ინდივიდზე შეგიძლიათ ორი ან სამი მდედრი გუპი იყოლიოთ. თითოეული მათგანი მალევე შეჯვარდება მამრთან, რაც მათ გამრავლებას გარანტირებულს გახდის.
როდესაც შეამჩნევთ, რომ მდედრის მუცელს სამკუთხედი ფორმა აქვს და მუქი შავი ფერი დაჰკრავს, სასწრაფოდ გადასვით წინასწარ მომზადებულ ქილაში, რათა თავიდან აიცილოთ ახალშობილ ლიფსიტებზე, სხვა ზრდასრული თევზების ნადირობა.
მშობიარობის შემდეგ დედა ამოსვით, ლიფსიტები კი სამი კვირის მანძილზე ქილაში დატოვეთ. სწორი კვებისა და მოვლის შემთხვევაში ისინი მალე გაიზრდებიან და მხოლოდ ამის შემდეგ შეძლებთ მათი საერთო აკვარიუმში გადაყვანას, დანარჩენ ოჯახის წევრებთან ერთად.
აკვარიუმისა და მისი ბინადრების შესახებ ასევე შეგიძლიათ წაიკითხოთ:
-
გადახედვავცხოვრობთ თუ არა სიმულაციაში — მეცნიერის თქმით, მან ამის მტკიცებულებას მიაგნო ვცხოვრობთ თუ არა სიმულაციაში — მეცნიერის თქმით, მან ამის მტკიცებულებას მიაგნო
-
გადახედვამეცნიერებმა ალმასი სულ რაღაც 150 წუთში შექმნეს მეცნიერებმა ალმასი სულ რაღაც 150 წუთში შექმნეს
-
გადახედვაLIO with ILA — ქართული მუსიკალური პროექტი, რომლის სიმღერა პროტესტის ჰიმნად იქცა LIO with ILA — ქართული მუსიკალური პროექტი, რომლის სიმღერა პროტესტის ჰიმნად იქცა
-
გადახედვა126 სამოქალაქო და მედიაორგანიზაცია ხელისუფლებასთან თანამშრომლობას წყვეტს 126 სამოქალაქო და მედიაორგანიზაცია ხელისუფლებასთან თანამშრომლობას წყვეტს
-
-
გადახედვაჰაბლის მონაცემებში 1000-ზე მეტი ახალი ასტეროიდი აღმოაჩინეს ჰაბლის მონაცემებში 1000-ზე მეტი ახალი ასტეროიდი აღმოაჩინეს
-
გადახედვაშსს-მ დააკავა პირი, რომელმაც გარდაბანში თანასოფლელი მოკლა შსს-მ დააკავა პირი, რომელმაც გარდაბანში თანასოფლელი მოკლა
-
გადახედვამანჯგალაძე: მინდა იცოდეს ყველამ, ვინც აპირებს 29 აპრილის აქციაზე მისვლას, ეს არ არის უბრალოდ თბილისში გასეირნება, ეს არის ღალატში თანამონაწილეობა მანჯგალაძე: მინდა იცოდეს ყველამ, ვინც აპირებს 29 აპრილის აქციაზე მისვლას, ეს არ არის უბრალოდ თბილისში გასეირნება, ეს არის ღალატში თანამონაწილეობა
-
გადახედვასანქციები ივანიშვილს და უვიზო რეჟიმის პუნქტების გადახედვა — ევროპარლამენტმა საქართველოზე რეზოლუცია შესწორებებით მიიღო სანქციები ივანიშვილს და უვიზო რეჟიმის პუნქტების გადახედვა — ევროპარლამენტმა საქართველოზე რეზოლუცია შესწორებებით მიიღო
-
გადახედვანიკა გვარამია : სრული კატასტროფა — რუსული კანონის გამო, ევროპარლამენტი საქართველოსთან უვიზო მიმოსვლის გადახედვას ითხოვს ნიკა გვარამია : სრული კატასტროფა — რუსული კანონის გამო, ევროპარლამენტი საქართველოსთან უვიზო მიმოსვლის გადახედვას ითხოვს
-
გადახედვათვითმკვლელობამდე მიყვანის და ადევნების ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარედგინა თვითმკვლელობამდე მიყვანის და ადევნების ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარედგინა
-
გადახედვა"ლგბტ პროპაგანდის ამკრძალავი" კანონის გამო, რუსეთში პაზოლინის ბიოგრაფიულ წიგნის ნაწილს ცენზურა დაადეს "ლგბტ პროპაგანდის ამკრძალავი" კანონის გამო, რუსეთში პაზოლინის ბიოგრაფიულ წიგნის ნაწილს ცენზურა დაადეს
-
გადახედვაჯო ბაიდენმა TikTok-ის აკრძალვის კანონპროექტს ხელი მოაწერა ჯო ბაიდენმა TikTok-ის აკრძალვის კანონპროექტს ხელი მოაწერა
-
გადახედვავენეციაში შესასვლელად €5 უნდა გადაიხადოთ ვენეციაში შესასვლელად €5 უნდა გადაიხადოთ
-
გადახედვადააკავეს საქართველოს 4 მოქალაქე, რომლებმაც ევროკავშირის ქვეყნების ბიბლიოთეკებიდან ძვირადღირებული წიგნები მოიპარეს დააკავეს საქართველოს 4 მოქალაქე, რომლებმაც ევროკავშირის ქვეყნების ბიბლიოთეკებიდან ძვირადღირებული წიგნები მოიპარეს
-
გადახედვაორბანი მიიჩნევს, რომ კობახიძე პოლიტიკაში დიდი მოჭადრაკეა, მას გროსმაისტერის უნარები აქვს — რა თქვეს ლიდერებმა უნგრეთში, კონფერენციაზე ორბანი მიიჩნევს, რომ კობახიძე პოლიტიკაში დიდი მოჭადრაკეა, მას გროსმაისტერის უნარები აქვს — რა თქვეს ლიდერებმა უნგრეთში, კონფერენციაზე
-
-
გადახედვარამ გამოიწვია ათენის ცის გასაოცარი მოწითალო შეფერილობა რამ გამოიწვია ათენის ცის გასაოცარი მოწითალო შეფერილობა
-
გადახედვაემა სტოუნს უნდა, თავისი ნამდვილი სახელი დავუძახოთ ემა სტოუნს უნდა, თავისი ნამდვილი სახელი დავუძახოთ
-
გადახედვახატია დეკანოიძე: 29 აპრილს იქნება აქცია "რუსული მარში" რუსული კანონის დასაცავად ხატია დეკანოიძე: 29 აპრილს იქნება აქცია "რუსული მარში" რუსული კანონის დასაცავად
-
გადახედვაროგორი ამინდი იქნება საქართველოში უქმეებზე როგორი ამინდი იქნება საქართველოში უქმეებზე
კომენტარები