ბრიტანული სამაუწყებლო კომპანია BBC-ის ცნობით, ქალების დისკრიმინაციის დაძლევის კამპანიის ფარგლებში, ისინი წამყვანი თანამშრომლის ხელფასებს გაათანაბრებენ.

ამჟამად ВВС-ის ყველაზე მაღალანაზღაურებად თანამშრომლებს შორის სულ 96 ადამიანია, მათ შორის 62 კაცი და 34 ქალი.

ამ სიის სათავეში დგას რადიოწამყვანი კრის ევანსი, რომლის ხელფასიც ყოველწლიურად 2 მილიონი ფუნტს აჭარბებს. რაც შეეხებათ ქალებს, ყველაზე მაღალანაზღაურებადი ტელევარსკვლავი ქალი, წამყვანი კლაუდია ვინკელმანია, რომელმაც 2016 წელს 500 ათასი ფუნტი მიიღო.

როგორც აღმოჩნდა, ეს ცვლილება BBC-ის სერიალის Doctor Who-ს ახალი მსახიობსაც შეეხება.

BBC-ის გენერალურმა დირექტორმა, ტონი ჰოლმა თქვა, რომ მსახიობი ჯოდი ვაიტეკერი ზუსტად იმდენივე თანხას გადაუხდიან, რამდენსაც მისი წინამორბედი იღებდა.

ВВС-ის გეგმების მიხედვით, 2020 წლისთვის, ქალი და კაცი თანამშრომლების ხელფასებს სრულად გათანაბრდება.