2012 წლიდან საგადასახადო ორგანოს მიერ გადასახადის გადამხდელის შესახებ მიღებული ინფორმაცია გადასახადის გადამხდელის სტატუსის, სახელწოდების, მისამართის, საიდენტიფიკაციო ნომრის და საგადასახადო დავალიანების შესახებ არის საჯარო. შესაბამისი ცვლილებები საგადასახადო კოდექსში განხორციელდა 2012 წლის 25 ივნისის ცვლილებით.

გადასახადის გადამხდელის შესახებ ინფორმაცია, გადასახადის გადამხდელის სახელწოდების, მისამართის, საიდენტიფიკაციო ნომრის შესახებ საჯაროდ ხელმოსაწვდომია ბიზნესის რეესტრის ერთიანი ბაზების მიხედვით. რაც შეეხება საგადასახადო დავალიანების შესახებ ინფორმაციას, იმის გამო, რომ აღნიშნული ინფორმაცია ყოველდღიურად იცვლება, მისი მიღება შესაძლებელია შემოსავლების სამსახურიდან კონკრეტული თარიღის მდგომარეობით. 2012-2017 წლების პერიოდში არა ერთი ცნობა იქნა გაცემული გადამხდელის დავალიანების შესახებ.

შესაბამისად, ინფორმაცია იმის შესახებ, რომ საგადასახადო დავალიანების შესახებ ინფორმაცია საჯარო გახდა 2017 წლიდან, არის ტყუილი და საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მცდელობა.