EUobserver-ის ინფორმაციით, ევროკავშირის წევრმა ხუთმა ქვეყანამ ერთობლივი მოწოდება გააკეთა, რომ რაც შეიძლება მალე დაწესდეს სავიზო ლიბერალიზაცია საქართველოსთვის.

ბულგარეთის, ესტონეთის, ლატვიის, ლიტვისა და რუმინეთის საგარეო და შინაგან საქმეთა მინისტრებმა, დღეს, 9 ივნისს, წერილი გაუგზავნეს ევროკავშირის საბჭოს.

წერილში ნათქვამია, რომ ისინი იმედოვნებენ დადებით გადაწყვეტილებას საქართველს ვიზალიბერალიზაციისთვის, პარასკევის, ლუქსემბურგში, შინაგან საქმეთა მინისტრების შეხვედრისას ან საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე 20 ივნისს.

მათ ასევე აღნიშნეს საფრანგეთის გერმანიისა და იტალიის ელჩების შეხვედრაზე აღნიშნული თემის დაბლოკვის შესახებაც.

წერილში წერია, რომ რადგანაც საქართველომ ყველა კრიტერიუმი დააკმაყოფილა, რათა უვიზო მიმოსვლა მიეღო, მათაც შესაბამისად უნდა უპასუხონ:

"საკითხის გადადება ძირს გამოუთხრის ჩვენს სანდოობას და უარყოფითი გავლენას მოახდენს ევროინტეგრაციის რეფორმებზე, როგორც საქართველოში, ასევე სხვა პარტნიორ ქვეყნებში".