ჯიმი ფელონს საკუთარ შოუში სტუმრად შარლიზ ტერონი ჰყავდა მიწვეული, სადაც მსახიობმა მისი ახალ ფილმზე, Atomic Blonde, საუბრის შემდეგ, ე.წ ცეკვების ბრძოლაშიც მიიღო მონაწილეობა.

ფელონი და ტერონი ერთმანეთს 80-იანი წლების მუსიკალურ ჰიტებზე ცეკვაში ეჯიბრებოდნენ, თუმცა თამაშს ერთი წესი აქვს, სპეციალურ ღილაკზე დაჭერის შემდეგ იღებ დავალებას, რომლის მიხედვითაც უნდა იცეკვო.

მაგალითად პირველი დავალება რომელიც ტერონს შეხვდა, იყო - "სახეში გაარტყი ჟირაფს", სწორედ ამ დავალების მიხედვით უნდა შეესრულებინა ცეკვა ოსკაროსან მსახიობს.

ვიდეოშიც ნახავთ, რომ შარლიზმა დავალებას არაჩვეულებრივად გაართვა თავი და ფელონისგან კომპლიმენტიც მიიღო. პრინციპში, სხვას ვის შეუძლია თან სახეში ურტყას ჟირაფს და თან ასე სექსუალურად იცეკვოს?

კიდევ უფრო წარმატებულად გაართვა თავი ტერონმა მომდევნო დავალებებს, თუმცა ამას უკვე თავად ნახავთ ვიდეოში.