ეროვნულ-დემოკრატიულ ინსტიტუტში (NDI) საქართველოში არსებულ მედიაგარემოზე საუბრისას ამბობენ, რომ კონსტიტუციით გამოხატვის თავისუფლება დაცვის მიუხედავად, ხელისუფლებას, სავარაუდოდ, ზეგავლენა აქვს მედიაზე. ხელისუფლების მხრიდან ზეგავლენაზე საუბრისას ორგანიზაცია საზოგადოებრივ მაუწყებლს, ტელეიმედსა და მასთან დაკავშირებულ მედიასაშუალებებს და რუსთავი 2 ეხება.

"დელეგაციასთან მრავალჯერ იქნა აღნიშნული საზოგადოებრივი მაუწყებლის მენეჯმენტის ცვლილება, რომელიც მიკერძოებულად აღიქმება. მაესტრო და სხვა პატარა ტელევიზიები ტელეკომპანია იმედის ფარგლებში გაერთიანდა, რომელიც ხელისუფლების მიმართ კეთილგანწყობილი სარედაქციო პოლიტიკის გამტარებელ ტელევიზიად აღიქმება", - ამბობენ NDI-ში და დასძენენ, რომ რუსთავი 2-ს, რომელიც ნაციონალურ მოძრაობის ინტერესების გამტარებლად აღიქმება, სასამართლო დავების გამო, მძიმე ფინანსური პრობლემები აქვს.

NDI-ში მიაჩნიათ, რომ პლურალისტური პოლიტიკური დისკუსიისთვის არსებული სივრცე ვიწროვდება, რაც გარკვეულწილად მედია საშუალებების მენეჯმენტში ზემოთ აღნიშნული
ცვლილებების გამო ხდება. მათი განმარტებით, პატარა პარტიები და დამოუკიდებელი კანდიდატები აცხადებენ, რომ არსებული შევიწროებული სივრცე და მაუწყებლების მიკერძოებული სარედაქციო პოლიტიკა მათთვის სირთულეს ქმნის, მიიღონ თანასწორი დაფარვა.